Home სამართალი ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში უჩივის

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში უჩივის

0
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში უჩივის
გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეთფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის.

ინფორმაციას “ნიუ იორკ თაიმსი” ავრცელებს.

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი 16 სექტემბერს კალიფორნიაში სასამართლოს წარედგინა.

Netflix-ის წინააღმდეგ სასამართლო დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი იურისტების ჯგუფი იცავს.

ადვოკატები   Netflix -ისგან  ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.

სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში  გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ..

სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.

კერძოდ, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს.

ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ჰარმონის] შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში…

აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.”

გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში წერია: „ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი — 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან”

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here