Home სამართალი რას პასუხობს Netflix-ი ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს?

რას პასუხობს Netflix-ი ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს?

0
რას პასუხობს Netflix-ი  ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს?

ამერიკულმა კომპანია Netflix-მა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს უპასუხა.

ამის შესახებ გამოცემა LADbible-ი წერს

„Netflix-ი უდიდეს პატივს სცემს ქალბატონ გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და მტკიცედ დავიცავთ თავს სასამართლოში“, – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მას არასდროს არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან, სინამდვილეში იმ დროისთვის გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here