10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

ქაბულიდან დოჰაში 170 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

ქაბულიდან დოჰაში 170 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მოქალაქეები არიან.

სააგენტო „როიტერი“ ყატარის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს არის მესამე ჩარტერული რეისი, რომელიც ავღანეთიდან დოჰაში სრულდება მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს აშშ-ის სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს.

ბორტზე მყოფ 170 პირს შორის იმყოფებიან აშშ-ის, ბელგიის, ბრიტანეთის, ხორვატიის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და იტალიის მოქალაქეები, ასევე ავღანელები. მათი ქაბულის აეროპორტში გადაყვანა ყატარის ავტოკოლონით განხორციელდა. ყატარის ხელისუფლებამ ავღანეთის ახალ მმართველებთან – თალიბებთან მიაღწია შეთანხმებას, მგზავრების უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველსაყოფად.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X