10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

ანტიოლიგარქიული კანონპროექტი – რა შეზღუდვა უწესდებათ ოლიგარქებს უკრაინაში

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ოლიგარქების გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

კანონპროექტს სხდომაზე დარეგისტრირებული 379 დეპუტატიდან 279-მა დაუჭირა მხარი.

“კანონის მიზანია ინტერესთა კონფლიქტის დაძლევა, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკოსების, მედიისა და მსხვილი ბიზნესის შერწყმით, პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებით საკუთარი კაპიტალის გასაზრდელად”, – აცხადებენ რადაში.

დოკუმენტი დაჩქარებული წესით განიხილეს. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ოპოზიციური პარტიების დეპუტატები, რომლებმაც ტრიბუნაც დაბლოკეს.

კანონი განსაზღვრავს ოლიგარქის ცნებას და ითვალისწინებს ოლიგარქების რეესტრის შექმნას. ამასთან, კრძალავს ოლიგარქების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას.

ოლიგარქებს ასევე მოეთხოვებათ წარადგინონ წლიური საშემოსავლო საგადასახადო დეკლარაცია.

კანონპროექტი ავალდებულებს ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ცენტრალური ბანკის მმართველს, დეპუტატებს, სამხედრო მაღალჩინოსნებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, გაამჟღავნონ თავიანთი კავშირები, ნებისმიერი კონტაქტი ოლიგარქებთან.

არსებობს ოთხი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი:

მონოპოლური კომპანიის ბენეფიციარული საკუთრება

მნიშვნელოვანი გავლენა მედიაში

პოლიტიკური მონაწილეობა

2.4 მილიარდ გრივნაზე მეტი ქონება (დაახლოებით 87 მილიონი დოლარი)

“ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც 4 კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს აკმაყოფილებს”.

ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ მინიმუმ 10 ყველაზე მდიდარი უკრაინელი შეიძლება აკმაყოფილებდეს ამ განმარტებას.

კანონი პირველი მოსმენით ივლისში მიიღეს. ის ძალაში ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერის შემდეგ შევა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის გუნდი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის პირველ თანაშემწესა და მეგობარზე, სერგეი შაფირის ავტომობილზე თავდასხმის მიზეზი, შესაძლოა,   კანონის მიმართ უკმაყოფილება და ბრაზი გამხდარიყო.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X