Home პოლიტიკა არ მგონია, რომ სწორია ოპოზიციის ლიდერის გუშინდელი ქმედება – გიორგი ვაშაძე

არ მგონია, რომ სწორია ოპოზიციის ლიდერის გუშინდელი ქმედება – გიორგი ვაშაძე

0
არ მგონია, რომ სწორია ოპოზიციის ლიდერის გუშინდელი ქმედება – გიორგი ვაშაძე
"შევიკავოთ თავი ძალადობისგან და მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები"

ის, რაც ევროკავშირის ოფისთან მოხდა, არის ძალიან მძიმე და უმსგავსო ქმედებები, მათ შორის, არასწორია, როდესაც შენს აქტივისტებს მიიყვან და გინდა დაძაბო სიტუაცია – მე პირადად არ მგონია, რომ სწორია ოპოზიციის ლიდერის გუშინდელი ქმედება, ნამდვილად არ მივესალმები ასეთ ქმედებას პოლიტიკაში, – ამის შესახებ “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გუშინ მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, უმძიმეს და არანორმალურ ვითარებაში მიდის საარჩევნო პროცესი.

„ეს არის ვითარება, სადაც დაჭრა, გატაცება ხდება სტანდარტი და დაპირისპირებამ შეიძინა სრულიად სხვა განზომილება. ჩვენ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მაგრამ მეორე, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს უკიდეგანოდ უსამართლო ვითარება ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.
უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ იყოს არჩევნები თავ-პირის მტვრევა ამ ქვეყანაში, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ იყოს არც ერთი ქმედება დაუსჯელი, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ის, რაც ახლა ხდება, ეს არის უმძიმესი რამ და „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ ძალადობით ცდილობს, რომ არჩევნების შედეგი გაიფორმოს. ის, რაც ევროკავშირის ოფისთან მოხდა, არის ძალიან მძიმე და უმსგავსო ქმედებები. მათ შორის, არასწორია, როდესაც შენს აქტივისტებს მიიყვან და გინდა დაძაბო სიტუაცია.
მე პირადად არ მგონია, რომ სწორია ოპოზიციის ლიდერის გუშინდელი ქმედება, ნამდვილად არ მივესალმები ასეთ ქმედებას პოლიტიკაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მძიმეა გარემო საარჩევნო თვალსაზრისით. ამიტომ მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, ვისაც ამ ძალადობისკენ ახალისებს საკუთარი პოლიტიკური ლიდერები, “ქართულ ოცნებას” ვგულისხმობ, შევიკავოთ თავი ძალადობისგან და მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here