Home პოლიტიკა გახარიას ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა “კოკაინი” – ირაკლი კობახიძე

გახარიას ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა “კოკაინი” – ირაკლი კობახიძე

0
გახარიას ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა “კოკაინი”  – ირაკლი კობახიძე
"ამაზე გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, გარემოცვამ ეს იცის"

კახა კალაძე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით გამოვიდა ინიციატივით, რომ მერობის კანდიდატებს ნარკოტესტი ჩაეტარებინათ და ამ დროს ჩვენ ვხედავთ გაღიზიანებულ და განერვიულებულ გიორგი გახარიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამის შემდეგ მმართველი პარტია დაინტერესდა და გაარკვია, რომ ექსპრემიერს აქვს სერიოზული პრობლემა კოკანის მოხმარების კუთხით.

„ამაზე გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, გარემოცვამ ეს იცის. ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი და ამის შემდეგ აქვს მას ეს პრობლემა. კონკრეტული სახელები და გვარებიც ვიცით. რეალურად, 18 თებერვლის ხდება ეს ყველაფერი, სადღაც მარტი-აპრილიდან. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა დაგვიჯეროს საზოგადოებამ? ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელია ნარკოტესტზე და ეს ტესტირება უამრავ ადამიანს აქვს გავლილი. მას შემდეგ, რაც გახარია წავიდა ვენაში და თითქოს ჩაიტარა ტესტი, ირკვევა ბევრი საინტერესო დეტალი. ერთი ის, რომ ერთადერთი ევროპული კლინიკაა მთელი ევროპის მასშტაბით, რომელსაც უკავშირდება კვლევასთან დაკავშირებული სკანდალი და ეს არის იუშენკოს ცნობილი სკანდალი. მეორე, რაც გაირკვა, აღმოჩნდა, რომ ნევროლოგთან აქვს მას ტესტი ჩაბარებული, რომელიც საერთოდ არ ატარებს ნარკოტესტს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here