17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

ჯო ბაიდენი ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრება

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრება.

მისი თქმით, ვაქცინის მე-3 დოზა, ისევე, როგორც პირველი და მეორე დოზები უფასო და ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება. ბაიდენის თქმით, „ბუსტერ“ დოზით ქვეყანაში ჯერ 65 წელს გადაცილებული ადამიანები და რისკჯგუფებში მყოფი პირები აიცრებიან.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზა ჯერ კიდევ არ მიუღია.

„ჩვენ წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწიეთ ამერიკელების ვაქცინაციაში, მაგრამ ახლა არავაქცინირებულთა პანდემია გვაქვს. გთხოვთ არ დაუშვათ, რომ ეს ტრაგედია თქვენამდე მოვიდეს – აიცერით. შეგიძლიათ გადაარჩინოთ თქვენი და გარშემომყოფების სიცოცხლე“-განაცხადა მან.

24 სექტემბერს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 65 წლის და უფროსი ასაკის პირების, ასევე თანმხლები დაავადების მქონე და ისეთ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, სადაც დაინფიცირების რისკი მაღალია, „ბუსტერ“ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X