Home პოლიტიკა ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ – ალეკო ელისაშვილი

ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ – ალეკო ელისაშვილი

0
ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ – ალეკო ელისაშვილი
„მაგას მაგდენი გამბედაობა არ ეყოფა და მაგხელა რისკზეც ვერ წავა. ტონი როგორ დაარბილა, ხომ ნახეთ?!

ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„მაგას მაგდენი გამბედაობა არ ეყოფა და მაგხელა რისკზეც ვერ წავა. ტონი როგორ დაარბილა, ხომ ნახეთ?! თავიდან, რომ გამოვიდა და მეთვრამეტედ თქვა, ჩამოვალო, გუშინ თქვა, თქვენც რაღაც ქენით, კაცო, მარტო მე კი ნუ შემომყურებთო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „მოქალაქეებს“ აქვს იმედი და ელოდება, რომ საარჩევნო რეფორმების შედეგად, რომლისთვისაც პარტიამ თავი არ დაზოგა, შედეგების თვალსაზრისით ნორმალურ არჩევნებს მიიღებს.
„ახლა, ვიღაცას მოეწონება შედეგები და ვიღაცას არა, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია. საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ ხოლმე, რატომ არ გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვინდა, გვქონდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here