10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

Tbilisistvis.ge – კახა კალაძემ ახალი ვებგვერდი წარადგინა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძე ახალი ვებგვერდი- Tbilisistvis.ge წარადგინა.

კახა კალაძის თქმით, საიტზე განთავსებულია დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული 4 300-ზე მეტი და 380-მდე მიმდინარე პროექტი.

„აღნიშნული საიტის შექმნის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ყველა იმ პროექტზე, რომელიც თბილისში ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელდა ან განხორციელების პროცესშია. ვებგვერდი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიხილოთ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტული უბნების მიხედვით,“-აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ამომრჩეველთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობას, რისთვისაც, მისივე თქმით, სხვადასხვა სოციალური პლატფორმა აითვისა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ციფრული კომუნიკაციების ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანებთან ურთიერთობას, რაშიც სოციალური ქსელი ძალიან მეხმარება. ამ გზით თბილისელებისგან ვისმენ მადლიერებას, კრიტიკას და ქალაქის განვითარების იდეებსაც.

მასზე დაყრდნობით დავგეგმეთ ჩემი წინასაარჩევნო კამპანიაც. იმისათვის, რომ ხმა მიმეწვდინა ყველა თაობისა და განსხვავებული ინტერესების მქონე ამომრჩევლამდე, წავედით გარკევულ რისკებზეც და სიახლეებზეც, რომელსაც მე არასდროს ვუშინდები. მგონია, ეს კამპანია განსხვავებული, კრეატიული, პოზიტიური და საქმეზე ორიენტირებული გამოგვივიდა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით სხვა კანდიდატებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე. ნაცვლად იმისა, რომ მათაც გამოეყენებინათ ციფრული კომუნიკაციის სიკეთეები, ისინი იყენებდნენ ფეიკ ნიუსებისა და ზიზღის კამპანიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X