Home პოლიტიკა ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის – დედას ბუშტი გვიბრუნდება – თეა წულუკიანი

ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის – დედას ბუშტი გვიბრუნდება – თეა წულუკიანი

0
ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის – დედას ბუშტი გვიბრუნდება – თეა წულუკიანი
"" როდესაც გინდა, იყო გმირი და ლიდერი, რა თქმა უნდა, შენ საკუთარ სამშობლოში არ იპარები ჩუმად"

სასაცილოა, რომ ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, არავის ეწყინება რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღიქვამ. ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც მოგვისმენია და ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი, მგონი, დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here