19.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? შევა ციხეში – ირაკლი ღარიბაშვილი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

„ეს კაცი 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, მაგრამ ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარაა”,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის  ვიდეომიმართვას, სადაც ის საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.

პრემიერის განცხადებით, სააკაშვილს ეშინია, რადგანაც მან იცის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდება.

“რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? მინდა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში

სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი მჩაგვრელი გუნდისთვის.

დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა.

დავუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა, გამოაგდეს და ჩამოვიდა, რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის სახელით და სახელმწიფოს სახელით.

და მეორე, რაც მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს იმიტომ, რომ მან გამოუსწორებელი შედეგი და ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს არის რა თქმა უნდა სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს? 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლია, ისიც პიკის დროს,” – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X