10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ბალენსიაგას მოდის სახლში გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზურაბიშვილის განცხადებით, დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადაეცა.

„ისე მოხდა, რომ ეს დაჯილდოება 27 სექტემბერს იმართება. ეს ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვისაც ეს პერიოდი არ გაუვლია. სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებული ადამიანი იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X