Home პოლიტიკა შეხვედრამდე საქართველოში – მიხეილ სააკაშვილი

შეხვედრამდე საქართველოში – მიხეილ სააკაშვილი

0
შეხვედრამდე საქართველოში –  მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის – ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, ახლა საქართველოს ბედი, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება.

“ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება. ამიტომ მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდი, საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, მე ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვი, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში,  შეხვედრამდე თბილისში”,-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოს აქვეყნებს

ბილეთიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here