17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქოდნათ წინასწარ იფნორმაცია მისი გადაადგილების შესახებ და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

„მე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“ ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.
ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X