16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის – გიორგი გახარია

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img
ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის, მჯერა, საქართველოს თითოეული მოქალაქე ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს, მეორე ტურში იქნება ეს თუ პირველში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია წინსვლა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში   პარტია “საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ
 გიორგი გახარიამ მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მისვლისკენ მოუწოდა.
„დღეს აშკარაა, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის შემდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია წარსულში გვექაჩება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე. იმიტომ რომ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია და ყველამ ვნახეთ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ.
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ,რომ ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის.გულწრფელად მჯერა, რომ დღეს საქართველოს თითოეულიმოქალაქე, გრძნობს რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება, ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს. მეორე ტურში იქნება ეს თუ პირველ ტურში,ამას მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია წინსვლა”, – განაცხადა გახარიამ.
- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X