16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

თეა წულუკიანი – სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა როგორც კურდღელი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

გუშინ სამართალდამცველების მიერ თავიდან იყო აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად, არეულობის მოსაწყობად და რაც მთავარია, ქვეყანაში შემოვიდა როგორც სჩვევია, როგორც კურდღელი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა. მან ხმა სოფელ დიღომში მდებარე #56-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

„იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ხანი, ვიდრე ახალი თაობები ჩაგვანაცვლებენ, იყოს სტაბილურობა, იყოს მშვიდობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე, როგორც ჩემი არაერთი თანამემამულე გააკეთებს, მშვიდ პირობებში.

გუშინ ჩვენი სამართალდამცველების მიერ თავიდან იყო აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად, არეულობის მოსაწყობად და რაც მთავარია, ის ქვეყანაში შემოვიდა, როგორც მას სჩვევია, როგორც კურდღელი. ის იქნა დაკავებული, ის არის ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში, სადაც მისი უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც იქნება დაცული. ეს ჩვენ უფლებას გვაძლევს, რომ მშვიდ გარემოში, დღეს ყველანი ვმობილიზდეთ, ვიყოთ ორგანიზებული, გავაკეთოთ არჩევანი. დღეს ჩვენ არჩევნებში აქტიურად მონაწილეობით ბეჭედს ვუსვამთ იმ წარსულს, რომელიც გუშინდელი დაკავების ფაქტით, დიდი იმედი მაქვს, რომ დასრულდა.

ამასთან, სააკაშვილს, როდესაც ქვეყანაში შემოდიოდა, ახლა უკვე აშკარაა და ფაქტია, რომ ჰქონდა გეგმა, წარმოჩენილიყო როგორც გმირი, ლიდერი. როდესაც გინდა, იყო გმირი და ლიდერი, რა თქმა უნდა, შენ საკუთარ სამშობლოში არ იპარები ჩუმად. მას შეეძლო, საზღვარი გადმოელახა იქ, სადაც არის გამშვები პუნქტი, კანონიერად და მოვლინებოდა საკუთარ პოლიტიკურ ძალას, ყოველ შემთხვევაში, მათ პოლიტიკურ ძალას ხელმძღვანელად და ლიდერად, მაგრამ გუშინ მისი საქციელის და სამართალდამცველების წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ, აღარ არსებობს ლიდერი როგორც სააკაშვილი და აღარ არსებობს არც პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღის ბოლოს შედეგი. ყველას მინდა მოვუწოდო არჩევნებში მონაწილეობისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X