16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

იმედი მაქვს, საქართველო ჩააბარებს დემოკრატიის ტესტს – კარლ ჰარცელი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

“ეს არის განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიისთვის, როცა პოლიტიკოსები, პოლიტიკის კომენტატორები არიან ჩუმად და ამომრჩევლები აკეთებენ თავიანთ არჩევანს”, – ამის შესახებ კარლ ჰარცელმა განაცხადა.

“ჩვენ ვნახეთ წინა კვირების განმავლობაში პოლარიზებული გარემო, დაძაბულობა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. მე იმედი მაქვს, დღეს ამომრჩევლები იქნებიან აქტიურები, არჩევნები მშვიდად ჩავლის და ჟურნალისტებს მოგეცემათ უსაფრთხოდ მუშაობის უფლება. კოვიდის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სოციალური დისტანცია და ასე შემდეგ.

ის, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, არის ის, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს და ხმა მისცეს.

იმედი მაქვს და მჯერა, რომ ამომრჩევლებისთვის შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა მშვიდ, უსაფრთხო, დაცულ საარჩევნო გარემოში. ასევე, თქვენ, ჟურნალისტებს გექნებათ უსაფრთხოება და დაცულობა თქვენი საქმიანობის განხორციელების დროს.

მე, როგორც საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარი, იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება დღე, როცა დემოკრატიის მონაპოვარით ისარგებლებს ყველა მოქალაქე. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. იმედი მაქვს, საქართველო ჩააბარებს დემოკრატიის ამ ტესტს. ხვალაც აქ ვიქნებით, საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, ევროპარლამენტარებიც არიან აქ და აკვირდებიან ამ პროცესს” – თქვა კარლ ჰარცელმა დღეს მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X