19.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

არჩევნების პირველადი შედეგები  საარჩევნო ოქმების მიხედვით

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში „ქართული ოცნებას“ – 52,54%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 29, 45%, „საქართველოსთვის“ კი 5,71% აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო ოქმების მიხედვით, არჩევნების პირველადი შედეგები ვებპორტალზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

„გვინდა, გაგაცნოთ არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო ოქმების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უბნებიდან და როგორც დღეს დავაანონსეთ, ეს მონაცემები განთავსებულია შესაბამის ვებპორტალზე, რომლის ნახვა შეუძლია ნებისმიერი მოქალაქეს. ამ ვებპორტალზე 10-წუთიანი ინტერვალებით განახლდება ინფორმაცია და საბოლოო ჯამში 2-3 საათში სრულად იქნება ინფორმაცია წარმოდგენილი არჩევნების შედეგებზე. ამ ეტაპზე ჯერ არ არის თბილისის შედეგები წარმოდგენილი, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქებში უფრო მეტი დრო სჭირდება შედეგების დათვლას.

დათვლილია 544 უბანი, 3 743 უბნიდან ეს არის საარჩევნო უბნების 14,53%. მთლიანობაში დათვლილია დაახლოებით 139 000 ხმა და შედეგები არის შემდეგი: „ქართული ოცნება“ – 52,54%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 29, 45%; „საქართველოსთვის“ 5,71%. სხვა პარტიებს აქვთ უფრო დაბალი შედეგი. ჩვენი მოლოდინია, ყველაფრის გათვალისწინებით ანალიზის გათვალისწინებით, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა დაახლოებით „ტელე-იმედის“ და „გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, როგორც მოგეხსენებათ 47,6% იყო მათ მეირ გამოცხადებული ეგზიტპოლის შედეგები.

რაც შეეხება თბილისის ეგზიტპოლს, შედეგი, რომელიც იყო გამოცხადებული, 51,3%, რაც ორ რამეზე მიანიშნებს, ერთი იმაზე, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო დიდი უპირატესობით არჩევნები თბილისში, მეორე ტურის საკითხს რაც შეეხება ცდომილება არის 3% აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას. შესაძლებელია ასეც და ისეც. ხმების დათვლის საფუძველზე გვეცოდინება საბოლოო სურათი.

რაც შეეხება პარტიულ შედეგებს ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მოლოდინია, რომ იმ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი საბოლოო პარტიული შედეგები, რაც იქნა გამოცხადებული კომპანია „გორბის“ მიერ“, – განაცხადა კობახიძემ.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X