10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

სააკაშვილისა და ლიზა იასკოს მიერ გავრცელებული ვიდეოს შინაარსი მოულოდნელი იყო – სანდრა რულოვსი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

პარასკევს საღამოს გავრცელებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი, პირადი ემოციების მიუხედავად, ვინარჩუნებ რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვალთ, –წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი.

სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ უერთდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც უკრაინელ დეპუტატ ლიზა იასკოსთან ერთად საუბრობს. „მე და ლიზა იასკოს გვაქვს ერთობლივი ოჯახი, ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X