10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი – კახა კალაძე

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა, ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს.

„2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა, პრაქტიკულად ყველა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოში ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს. ეს არჩევნები და ე.წ.რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის თბილისელები ამჯერადაც განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“,-განაცხადა კალაძემ

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X