Home მსოფლიო TRUTH Social-ი -დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელი შექმნა

TRUTH Social-ი -დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელი შექმნა

0
TRUTH Social-ი  -დონალდ ტრამპმა  საკუთარი სოციალური ქსელი შექმნა
"შევქმენი სოციალური ქსელი დიდი ტექნოლოგიების ტირანიასთან დასაპირისპირებლად"

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელის შექმნის შესახებ განაცხადა.

ტრამპის განცხადებით, მან შექმნა სოციალური ქსელი TRUTH (სიმართლე) და კომპანია TMTG (Trump Media & Technology).

“შევქმენი სოციალური ქსელი დიდი ტექნოლოგიების ტირანიასთან დასაპირისპირებლად. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც თალიბანს აქვს უზარმაზარი წარმომადგენლობა Twitter-ზე, მაგრამ თქვენი საყვარელი ამერიკელი პრეზიდენტი დადუმებულია. ეს მიუღებელია”, – აცხადებს ტრამპი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, იგი მოუთმენლად ელის, როდის დაიწყებს სიმართლის გამოქვეყნებას თავის სოციალურ ქსელში.

სოციალურმა ქსელებმა Twitter-მა და Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ შეაჩერეს.

რამდენიმე დღეში, Twitter-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here