Home საზოგადოება “სააკაშვილს საკნის ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები და აჩვენონ მისი პერიოდი, უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები

“სააკაშვილს საკნის ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები და აჩვენონ მისი პერიოდი, უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები

0
“სააკაშვილს საკნის ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები და აჩვენონ მისი პერიოდი, უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები
მინ­და, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოო... რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა?

“მე ისიც არ ვიცი, რას მო­ი­თხოვს სა­ა­კაშ­ვი­ლი, რა უნდა, რა­ტომ შიმ­ში­ლობს… ამ­ბობს, მინ­და, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოო… რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა? ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა? იმა­თი, ცი­ხე­ებ­ში რომ ამო­ალ­პო? ქუ­ჩა­ში და გინ­დაც ისე რომ და­ხო­ცა, იმა­თი? მოკ­ლუ­ლი ბი­ჭე­ბის ძა­ძე­ბი­ა­ნი მშობ­ლე­ბის და ოჯა­ხე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა? რამ­დე­ნი ოჯა­ხი გა­ა­უ­ბე­დუ­რა, რამ­დე­ნი?! ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მარ­ტო ერთი სან­დრო გა­და­წო­ნის ყვე­ლა­ფერს”- აცხადებს ambebi.ge -სთან საუბარში  სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლის, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მამა გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი. მისი თქმით,  სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არას­წო­რად გა­ი­გო ექ­სპრე­ზი­დენ­ტის როლი მისი შვი­ლის საქ­მე­ში

ბევ­რმა არც იცის, რომ მკვლე­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბა აქ არა­ფერ შუ­ა­შია, ამას არა­ვინ ედა­ვე­ბა. არა­ვი­ნაა ჩა­ხე­დუ­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. ევ­რო­სა­სა­მარ­თლო პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბო­და და მფარ­ვე­ლობ­და დამ­ნა­შა­ვე­ებს, უშუ­ა­ლოდ იყო ჩა­რე­უ­ლი გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­შიო.

მან ხელი შე­უ­წყო ამ საქ­მის და­ფარ­ვას და ხელი და­ა­ფა­რა დამ­ნა­შა­ვე­ებს. ნე­ბის­მი­ერ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია შე­ი­წყა­ლოს ის, ვინც მას უნდა, სუ­ლაც 100 კაცი რომ ჰყავ­დეს მოკ­ლუ­ლი, ეს მისი ნე­ბაა და პრე­ზი­დენტს კა­ნო­ნი აძ­ლევს ამის უფ­ლე­ბას. უბ­რა­ლოდ, ის ვერ გა­ი­გეს, რა­ტო­მაა სა­ა­კაშ­ვი­ლი სან­დროს საქ­მეს­თან კავ­შირ­ში.

ი ბა­ტო­ნო, მა­თაც წა­ი­ღონ ეს საქ­მე სტრას­ბურ­გში და მო­ი­გონ ისე, რო­გორც ჩვენ მო­ვი­გეთ.

რა უნდა გა­კეთ­დეს, იცით? სა­ა­კაშ­ვილს საკ­ნის ოთხი­ვე კე­დელ­ზე უნდა და­უ­კი­დონ ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი და ყვე­ლა მათ­გან­ში აჩ­ვე­ნონ მისი პე­რი­ო­დი, უც­ქი­როს, რას სჩა­დი­ოდ­ნენ ის და მისი დამ­ქა­შე­ბი. გა­ა­ხელს თუ არა თვალს, იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ თა­ვის კად­რებს უნდა უყუ­რებ­დეს, და­უ­კი­დონ და ძა­ლით აყუ­რე­ბი­ნონ ყო­ველ დღე”, – ამ­ბობს ის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბი­სას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ სცნო და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით. სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სას­ჯე­ლის ზო­მად, “ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ნე­სა­ზღვრა სამი წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, მას­ვე და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა ერთი წლი­თა და ექ­ვსი თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა.სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მორ­კვე­ვა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ბრალ­დე­ბის გა­მო­ტა­ნა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევ­და ევ­რო­საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტი სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მაც გან­მარ­ტა შემ­დე­გი: “სა­სა­მარ­თლო გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა გან­შტო­ე­ბე­ბი – შსს, გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის სტა­დი­ა­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით; პრო­კუ­რა­ტუ­რა, გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დგომ ეტაპ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი სხვა დარ­ღვე­ვე­ბით; სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ერთ სა­კან­ში უკა­ნო­ნოდ მო­თავ­სე­ბით; შიდა სა­სა­მარ­თლო­ე­ბი, არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი­თა და მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით; სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ლმო­ბი­ე­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნით, და ა.შ. – ყვე­ლა ერ­თად, ხმა­შე­წყო­ბი­ლად მოქ­მე­დებ­და იმ მიზ­ნის­თვის, რომ ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე რო­გორ­მე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა.“

ნანა ფიცხელაური, ambbebi.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here