Home საზოგადოება გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

0
გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა
ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 
ინფორმაციას მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
 
„გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი – გელა ჩარკვიანი.
 
პანაშვიდი დღეს და ხვალ, პეკინის 14-ში. გასვენება ხუთშაბათს, 2 საათზე სახლიდან“, – წერს თეონა ჩარკვიანი „ფეისბუქზე“.
 
გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო.
 
1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.
 
1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.
 
2001 წელს მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები – 2006 წელს.
 
ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. 2008 წლის ზაფხულში ჩარკვიანის ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის (1997 წლიდან 2008 წლამდე) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე).
 
გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.

გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი თეონა ჩარკვიანი ავრცელებს.

“ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი”, – წერს ის.

ჩარკვიანი იყო პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი, დიპლომატი და ტელეწამყვანი. ის 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და მისი ოფთალმოლოგი მეუღლის, თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. საბოლოოდ 1963 წელს დაამთავრა ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი. ჩარკვიანმა ასპირანტურა 1970 წელს, აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. ჩარკვიანის თქმით, ამერიკაში გატარებულმა დრომ, მის მსოფლმხედველობაში ძირეული ცვლილებები მოახდინა.

ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here