Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • სამხედრო
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო (LIVE)
  • “მე ვარ თანხმობაში ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო”-სალომე ზურაბიშვილი
  • არ დავუშვებთ, რომ დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაანგრიონ ქვეყანა – ირაკლი ღარიბაშვილი
  • 2 ოქტომბერი – დღის ასტროლოგიური პროგნოზი
  • თაღლითობის მსხვერპლი ემიგრანტები (ვიდეო)
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Demo
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • სამხედრო
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
მთავარი»საზოგადოება»საუკუნის ძარცვა ტფილისში 

საუკუნის ძარცვა ტფილისში 

15:44- 23/12/20221 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

დილიჟანსს, რომელსაც 12 კაზაკი ახლავს, ტფილისის ფოსტიდან რუსეთის იმპერიის ბანკში ფული გადააქვს. მოულოდნელად ქალაქი აფეთქებების ხმამ გააყრუა. ხელყუმბარებითა და თოფებით შეიარაღებული თავდამსხმელების წინაშე დილიჟანსის ესკორტი მოუმზადებელი აღმოჩნდა. აფეთქებებისა და ძლიერი ცეცხლის შედეგად ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა.

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ძარცვას 40 ადამიანი ემსხვერპლა და 50 დაიჭრა. მძარცველებმა 341 ათასი რუბლი წაიღეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საუკუნის ძარცვა, ანუ ექსპროპრიაცია ბოლშევიკური პარტიის წევრებმა დაგეგმეს და განახორციელეს.  მთავარი მოქმედი პირი და ძარცვის უშუალო შემსრულებელი მაშინ ჯერ ჯიდევ უცნობი, სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო აღმოჩნდა.

სახელგანთქმული ბოლშევიკი-რევოლუციონერი, ტერორისტი და ექსპროპრიატორი სიმონ ტერ-პეტროსიანი – იგივე კამო, 1922 წლის 15 ივლისს თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ამბობენ, სიმონ ტერ-პეტროსიანს მეტსახელი კამო თავად სტალინმა შეარქვა. როგორც ირკვევა, გორელი სომეხი მღვდლის შვილი, კამო რუსულთან მწყრალად ყოფილა, სიტყვა კამუს მაგივრად კამოს იძახდა და ამის გამო სტალინმა კამოდ მონათლა.

კამოს შესახებ ცნობილია ისიც, რომ პატიმრობაში მყოფმა თავისი სიგიჟის დასადასტურებლად საკუთარი განავალი შეჭამა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ „დიდი რევოლუციონერი“ კამო მაშინდელ ტიფლისში მოძრავი ერთადერთი ავტომობილის მსხვერპლი გახადა.

1907 წლის ძარცვამ მაშინდელ ევროპულ პრესაში დიდი რეზონანსი გამოწვია. გაზეთები აჭრელებული იყო ტფილისური ამბებით. პარტიის დავალებით, კამომ ნაძარცვი ფული ლენინს ფინეთში ჩაუტანა. იმის გამო, რომ პოლიციამ გატაცებული ფულის ბანკნოტების ნომრები იცოდა, ბოლშევიკებს მსხვილი კუპიურების გამოყენება გაუჭირდათ. გამოსავალი ისევ ლენინმა მონახა და ნაძარცვი ფულის მსხვილი კუპიურები მთელი ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე გადაანაწილა.

სიმონ ტერ-პეტროსიანი,  იგივე კამო ძარცვის შემდეგ მალევე დააკავეს. მისი აყვანა გერმანიაში მოხდა. სასამართლოს თავიდან აცილების მიზნით, კამო სამი წლის განმავლობაში შეშლილობას იმიტირებდა. მოგვიანებით, კამომ შეძლო და ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაიქცა, თუმცა უკვე სხვა ძარცვის დაგეგმვისას, ის ისევ დააპატიმრეს. ჩადენილი დანაშაულებისთვის კამოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოგვიანებით, სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს, თუმცა 1917 წლის რევოლუციამ მოუსწრო და კამო გაათავისუფლეს.

სხვებთან ერთად, 1907 წლის თავდასხმაში კამოს დახმარებას კიდევ ერთი თბილისელი სომეხი, 15 წლის ნინა შახპარონიანცი უწევდა. მძარცველებმა სწორედ ნინას დახმარებით შეაფარეს თავი პურის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ სახლს. მოგვიანებით, გაწეული სამსახურის  სანაცვლოდ, კამომ ნინა ოქროს ჩერვონეცით დაასაჩუქრა.

ბოლშევიკებისათვის გაწეული სამსახური ნინას ლავრენტი ბერიამაც დაუფასა და  საკუთარი სახლის მოპირდაპირედ, მაჩაბლის ქუჩაზე საკმაოდ კომფორტულ ბინაში შეასახლა. 1977 წელს ნინა ოჯახთან ერთად თბილისიდან მოსკოვში გადავიდა და 94 წლის ასაკში იქვე გარდაიცვალა.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ  ჟანდარმერიამ და მეფის რუსეთის პოლიციამ,  კამოს გარდა,  1907 წლის ექსპროპრიაციის ვერცერთი მონაწილე ვერ დააკავა.

წყარო

შეიძლება დაგაინტერესოთ

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო (LIVE)

11:12- 03/10/2023

“მე ვარ თანხმობაში ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო”-სალომე ზურაბიშვილი

11:44- 02/10/2023

არ დავუშვებთ, რომ დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაანგრიონ ქვეყანა – ირაკლი ღარიბაშვილი

10:47- 02/10/2023
Demo
TOP სიახლეები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

11:27- 22/09/202368 ნახვა

“მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან”-რომის პაპი

16:01- 24/09/202359 ნახვა

“ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს”- სალომე ზურაბიშვილი

18:27- 07/09/202343 ნახვა

ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას – სალომე ზურაბიშვილი

10:13- 08/06/202331 ნახვა

ვინ არიან 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები

17:50- 30/09/202322 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 337 334

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

“მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან”-რომის პაპი

ვინ არიან 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები

მკვლელობა გორში – შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა

ჟურნალისტური გამოძიება

მეგრელთა საქმე – რატომ იჭერდა სტალინი ბერიას | დასასრული

“საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ და სჭირდებათ ერთიანობა”-კელი დეგნანი

“დაუწერელი კანონია, რომ დაღმასვლის გზაზე დამდგარი რეჟიმები ძალადობაზე გადადიან”- დავით უსუფაშვილი

© 2023 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.