მთავარი პოლიტიკა “ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ახლაც განიცდის, როდესაც თქვენი ტერიტორიის...

“ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ახლაც განიცდის, როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ”-კელი დეგნანი

366
0

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი როდესაც ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

„მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველები ძალიან კარგად, სიღრმისეულად გრძნობენ იმ ბრძოლას, რომლის წინაშეც არიან უკრაინელები, რაც გულისხმობს მათი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაცვასა და შენარჩუნებას. ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ახლაც განიცდის, როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და გრძელდება შევიწროება, გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთონ რაც შეუძლიათ დასახმარებლად. იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

წინა სტატიაში9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შემდეგი სტატია“ნურასოდეს გექნებათ მცდელობა ბავშვებს წაართვათ ახალი წელი”- გოჩა მირცხულავა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ