მთავარი მსოფლიო კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს

კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს

145
0

კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა უკრაინელ კოლეგა, ოლექსი რეზნიკოვთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოტავა აღნიშნულ სისტემას შეერთებული შტატებისგან შეისყიდის და უკრაინას უფასოდ გადასცემს.

“ეს კანადის მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველი უფასო მიწოდებაა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმების პირობებში ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა დაეხმარება უკრაინული დასახლებული პუნქტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვაში დრონების, რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმებისგან”, – თქვა ანანდმა.

მან აღნიშნა, რომ NASAMS-ის სისტემებს ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი გააჩნიათ, რაც კანადის დახმარებას მნიშვნელოვან წვლილად გახდის უკრაინის თავდაცვისუნარიანობაში.

წინა სტატიაში“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი
შემდეგი სტატიანათლისღება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ