Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
  • არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე
  • BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე
  • დღეს მთავარანგელოზობაა
  • საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ბიჭებო, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება, იარეთ თავაწეულებმა, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება -კახა კალაძე

ბიჭებო, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება, იარეთ თავაწეულებმა, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება -კახა კალაძე

20:25 - 12/10/20243 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn
x

არ მინდა რომელიმე ფეხბურთელი გამოვყო, თუმცა, გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი არიან ჩვენი ეროვნული ნაკრების გული და უდიდეს როლს ასრულებენ დაცვასა და შეტევაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.

ბანერი პოზიცია-5

კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელ თამაშს გამოეხმაურა და ფეხბურთელებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ისაუბრა პოლონეთის ქალაქ პოზნანში მდებარე სტადიონის შესახებ, სადაც გუშინდელი თამაში გაიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საფარის მქონე მოედანზე თამაში არ უნდა ჩატარებულიყო.

„რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოვიგეთ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის. მადლობა მწვრთნელს, მადლობა ქართველ გულშემატკივარს, უამრავი ადამიანი მივიდა სტადიონზე. ასევე, აქ საქართველოში, პირველი რესპუბლიკის მოედანი, სადაც ღია ჩვენება გავმართეთ, ხალხით გადავსებული იყო. აუცილებლად მინდა ვთქვა სტადიონზე. წარმოუდგენელია, რომ ასეთი დონის შეხვედრა იმართება და უფლებას აძლევენ მსგავსი ტიპის საფარის მქონე სტადიონს, რომ შეხვედრა ჩატარდეს. რაც შეეხება თამაშის ანალიზს, მე დეტალებში არ შევალ. ვილი სანიოლმა უკეთესად იცის, რა იყო პრობლემა, რა არის გამოსასწორებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები, თუმცა, უნდა აღინიშნოს გიორგი ქოჩორაშვილისა და ოთარ კიტეიშვილის განსაკუთრებული როლი დაცვასა და შეტევაში.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ვარსკვლავი, მაღალი დონის ფეხბურთელები, ყველას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს ნაკრებში. არ მინდა რომელიმე გამოვყო, თუმცა, მინდა ორი ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ვისაუბრო – გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი. ეს ორი ადამიანი არის ჩვენი ეროვნული ნაკრების გული და უდიდეს როლს ასრულებენ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გულდასაწყვეტია, რომ ქოჩორაშვილი შემდეგ თამაშს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიდეო მიმართვისას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გაამხნევა და მომდევნო მატჩებში გამარჯვებები უსურვა.

„გვქონდა შანსებიც, მომენტებიც, მაგრამ ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოიგებ. ჩვენ თავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავხაროთ, თავაწეულები უნდა ვიყოთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება ალბანეთთან. უნდა მოვემზადოთ, ვაჩვენოთ ღირსეული თამაში და დავდოთ შესაბამისი შედეგი. ბიჭებო, ყველაფერი მაგრად იქნება! წინ ბევრი გამარჯვება გველოდება. კიდევ ბევრჯერ გვაჩვენებთ ლამაზ ფეხბურთს, კიდევ ბევრჯერ გაახარებთ გულშემატკივარს. წარმატებები და გამარჯვებები თქვენ! იარეთ თავაწეულებმა, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა

00:01 - 19/12/2025

არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე

13:10 - 02/12/2025

BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე

12:53 - 02/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,015 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,179 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023820 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა

საშობაო ტრადიცია საქართველოში

არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.