ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ მიღებული კანონით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოური აგენტების შესახებ“ მიღებული კანონით. ვფიქრობ, რომ ეს სამწუხაროდ, მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის აღებული. ვფიქრობ, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში წინლსვლისა და ინტეგრაციისკენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და მე ველოდები, რომ ჩვენ მივიღებთ ზომებს.
ევროკავშირი აკვირდება, თუ რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. ასე რომ, მე ვიტყოდი – ველოდები, რომ ამ კანონის მიღებას შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს“,- განაცხადა ბლინკენმა.