Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე
  • არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე
  • BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე
  • დღეს მთავარანგელოზობაა
  • საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ე.წ. საგამოძიებო კომისიას არ დაუბარებია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კოდუა, ბარამიძე, მაგრამ ორჯერ დაიბარა გიორგი გახარია, კომისიამ დაადგინა, რომ “ოცნება” სავსეა “ნაცებით” – ლევან გოგიჩაიშვილი

ე.წ. საგამოძიებო კომისიას არ დაუბარებია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კოდუა, ბარამიძე, მაგრამ ორჯერ დაიბარა გიორგი გახარია, კომისიამ დაადგინა, რომ “ოცნება” სავსეა “ნაცებით” – ლევან გოგიჩაიშვილი

16:27 - 05/08/20250 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450-გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან, -ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.

ბანერი პოზიცია-5

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები უნდა გამოეძიებინა, დაადგინა, რომ „ქართული ოცნება“ თავად იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“.

„წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა. კომისიამ, რომელსაც უნდა გამოეძიებინა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები, დაადგინა, რომ თავად „ოცნება“ იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“. კომისიას არ დაუბარებია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კოდუა, ბარამიძე, მაგრამ კომისიამ 2- ჯერ დაიბარა გიორგი გახარია. კომისიაზე გამოვლინდა, როგორ დამარცხებულა წულუკიანი მურუსიძე-ჩინჩალაძესთან. რა გავიგეთ წინა რეჟიმის მიერ დაზარალებულებისგან – . გიული ავალიშვილი ადანაშაულებს საკუთარი ძმის მკვლელობაში ხუტა პაჭკორიას, რომელიც დღეს „ოცნების“ მაღალჩინოსანია და თბილისის პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ხარძიანის შვილი ხელს ადებს კონკრეტულ პოლიციელს, გვარად მესხს, რომელმაც ხარძიანს ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ „ჰეროინი“ ძალით გადააყლაპა დაკავების დროს, დღეს მესხი ისევ პოლიციელია. ბატონი გურამ თირქია ზეწოლაში და 10-წლიანი ციხის მუქარაში ადანაშაულებს როლანდ ახალაიას მაშინდელ პროკურორს, ვინმე ბერიშვილს, რომელიც დღესაც მოქმედი პროკურორია. „ფოტოგრაფების ე.წ საქმის“ დეტექტივ-გამომძიებელი, რომელმაც საზოგადოებას აუწყა „რუსეთის საშიში აგენტების“ დაკავების შესახებ, მერაბიშვილის პოლიციელი იყო, დღეს ეს ადამიანი „ოცნების“ აჭარის პოლიციის უფროსია. მანუჩარ კაპანაძე, რომელსაც სულხან მოლაშვილის მამა – ბატონი თამაზ მოლაშვილი საკუთარი შვილის სიკვდილში ბრალს დებს, ივანიშვილმა და წულუკიანმა უვადო მოსამართლედ დანიშნეს. საბოლოოდ, წულუკიანის კომისიამ საკუთარი თავი გამოიძია და დაასკვნა, რომ „ოცნება“ სავსეა „ნაცებით“. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კომისია ადამიანებს აღუდგენს უფლებებს, დაუბრუნებს წართმეულ ქონებას, დასჯის ხუტა პაჭკორიას, მანუჩარ კაპანაძეს, პროკურორ ბერიშვილს, პოლიციელ მესხს, გაუშვებს აჭარის პოლიციის უფროსს, სისტემიდან მოიშორებს მურუსიძე-ჩინჩალაძეს და ყველა სხვა ზონდერ მოსამართლე-პროკურორს.

დაბოლოს, მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450- გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე

13:43 - 02/12/2025

არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე

13:10 - 02/12/2025

BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე

12:53 - 02/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,014 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,179 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023819 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე

ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს, როდესაც ევროპის დროშები ფრიალებს თბილისში, ქართველები ჯერ კიდევ ელოდებიან მწვავე ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან -სალომე ზურაბიშვილი

მირზა – 107 – თამარელა წოწორია

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.