აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომელიც სასამართლოში მის უფლებებს იცავდა, ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა.
გამოძიება ნატა ფერაძეს, ადმინისტრაციული წესით ედავებოდა.
ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.
“სუფთა ფურცლების მოსამართლის ჩერბაკოვას ხელმოწერილი ოქმი მომიტანეს, ახლა მოვლენ და 5 დღით მივყავარ, თავისუფლების აღკვეთა გადაწყვიტეს იმ თავისი სტალინის საღებავის შესხმისთვის. […] ახლა ველოდები გადაყვანას. ვასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი, ამ ზომის გამოყენება მარაზმია”, – აცხადებს ნატა ფერაძე.