Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/20251 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მეუფე შიო მუჯირს ღია წერილით მიმართავს – სასულიერო პირი ამბობს, რომ იძულებით ემიგრაციაში მიდის.

ბანერი პოზიცია-5

“იყო დრო, მჯეროდა თუ ვიჯერებდი, რომ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგეძლოთ…
ვფიქრობდი, მაინც ხელოვანია, მაინც კონსერვატორია გამოვლილი და ეკლესიას სწორი და ჯანსაღი აქცენტებით სიბნელიდან გამოიყვანს, მეთქი…

დასაწყისში, პირველი ორი შეხვედრა, ამ შეხედულებას მიმყარებდა… თავისებურად ბედნიერი ვიყავი და ჩვენი გაუბედურებული ქვეყნის სასიკეთო მომავლის იმედს არ ვკარგავდი…

ვაღიარებ იმასაც, რომ ყურში მუდამ ჩამსისინებდნენ, ნუ ენდობი, ყალბი და მოჩვენებითი ადამიანია, არასტაბილური და არაადეკვატურიო…. უმეტესად თქვენი წრეებიდან, ვინც ერთგულებას გეფიცებათ, სინამდვილეში პრიმიტიული ამბიციების და პატარა ადამიანური ინტერესების გამო, გუნდრუკს გიკმევენ და უპირობოდ გემონებიან…

ბევრი დაუმსახურებელი ლანძღვა და გინება ავიტანე იმ მადლობებისთვის და საჯაროდ დადებითად მოხსენიებისთვის, რაშიც გულწრფელი ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ გულწრფელ მხარდაჭერასაც ვგრძნობდი…

მადლიერებას ვერ ვმალავდი მაშინაც, როცა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან ნახევრად ჩამოშლილ, გავერანებულ, გამურულ, უპატრონოდ დარჩენილ ტაძარში რომ გამამწესეთ. ოღონდ თავისუფლად მესუნთქა და ყველაფრისთვის მზად ვიყავი…

მერე იყო ჩემი ღია გამოსვლები ტელევიზიით, პრესით, სოციალური ქსელით და დაუფარავად რუსული ხელისუფლების მხილება, რაც საკუთარი სიცოცხლე დამიჯდა…

ისევ თქვენი გადაწყვეტილებით მღვდელმოქმედება შემიჩერეთ და ამით, ეკლესიაში არსებულ შავ-ბნელ ძალებს და ხელისუფლებაში დაბანაკებულ მანქურთებს ხარკი გადაუხადეთ…

პეტრე ორივე მათგანს მსხვერპლად შესწირეთ და ამით ქვეყნის მოღალატე მესვეურებს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადეთ…

მე ახლაც მადლობას გიხდით იმისთვის, რაც იყო, იმისთვისაც რაც არ იყო და კიდევ იმისთვის, რაც მომავალში იქნება…

თქვენ ცნობილი ხართ თქვენი ხისტი, დაუნდობელი გადაწყვეტილებებით და თქვენ ამას სამართლიანობას უწოდებთ, რაც უფრო შეშინებული ადამიანის არასწორი ნაბიჯებია…
დღეს მე ემიგრაციაში წასვლა მიწევს და ეს ,,მზრუნველობა” თქვენი , ,,გულმოწყალების” შედეგია…

თქვენ არ გადარდებთ ჩემი ოჯახი და ექვსი შვილი, არც ჩემი მომავალი და ჯანმრთელობა, არც ის ურთულესი გზა, რაც წინ მიდევს და რისთვისაც თქვენ გამიმეტეთ, მაგრამ ერთი რამ მანუგეშებს, ისევ მღვდელმთავრებმა გაწირეს იესო გოლგოთისთვის და მეც ჩემი წილი გოლგოთა მელის, თქვენი ,,ლოცვა-კურთხევით”…

მიჭირს იმ ქვეყნის დატოვება, რომელსაც ჩემი საუკეთესო წლები შევწირე და ბევრი რამ გავაკეთე-ლიტერატურის, განათლების და ზოგადად, კულტურის სფეროში…

ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიცხოვრებ შვილების გარეშე და საკითხავია, ვნახავ თუ არა ოდესმე ჩემს ოჯახს…

ძალიან გული მწყდება, რომ თქვენი სახით მოსიყვარულე მამა არა, მრისხანე მსაჯული მოვიმუშაკეთ…

არ გეწყინოთ, მაგრამ ჩემი აქ არყოფნის პერიოდში რომელიმე ჩემ შვილს თუ რამე დაემართა, სრულ პასუხისმგებლობას თქვენ გკიდებთ…

მესმის, რომ დიდად არ გადარდებთ და არც თავს შეიწუხებთ, მაგრამ თქვენი უსამართლო გადაწყვეტილების გამო ღვთის სამართალს ვერსად გაექცევით…

ხშირად ვისმენ თქვენს ქადაგებებს, უმეტესად სიყვარულზე საუბრობთ, მაგრამ მდოგვის მარცვლისოდენა სიყვარული არ გაგაჩნიათ…

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ. თქვენ ხელისუფლების საამებლად ბოლომდე გამიმეტეთ და ემიგრაციის უმძიმეს გზას გამიყენეთ…

პირობას გაძლევთ, თავს არასდროს მოგანატრებთ და საჯარო წერილებით ხშირად მოგიკითხავთ…”- წერს პეტრე კვარაცხელია.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს

15:48 - 28/05/2025

ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა

10:22 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023813 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ლომისობის დღესასწაული

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.