Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
  • შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
  • 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
  • თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
  • გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე »  ყველა პარამეტრით ათი თავით მაღლა ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ვართ ნახევარი ნაბიჯით უკან, უსამართლობაა, თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება -ირაკლი კობახიძე

 ყველა პარამეტრით ათი თავით მაღლა ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ვართ ნახევარი ნაბიჯით უკან, უსამართლობაა, თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება -ირაკლი კობახიძე

02:17 - 01/11/20242 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ყველა პარამეტრით ათი თავით მაღლა ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ვართ ნახევარი ნაბიჯით უკან – უსამართლობაა, თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობაც სრულად აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი ინტენსიურად მომავალი წლის პირველი კვარტლიდან დაიწყება.

„ჩვენ სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით ურთიერთობების გადატვირთვას ჩვენი არჩევნები უკვე ჩატარდა, მალე შეიკრიბება პარლამენტი, ჩამოყალიბდება მთავრობა, ასევე მალე დასრულდება ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ასევე, ვფიქრობთ, რომ უკრაინაში ომი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზი. სავსებით რეალურია იანვარ-თებერვალში ამ ომის დასრულება. როგორც კი ეს ყველაფერი მორჩება, ძალიან სწრაფად გადაიტვირთება ურთიერთობები. შეიცვლება ინტერესები და გადაიტვირთება ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, არის 2-3 თვე მოსაცდელი, თუმცა გადატვირთვის ნიშნები უფრო ადრეც გამოჩნდება, რაც შეეხება თვისობრივ გადატვირთვას, მგონია, რომ ეს ყველაფერი ინტენსიურად დაიწყება მომავალი წლის პირველი კვარტლიდან.

ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს. თვითონვე აღიარეს, გამოაქვეყნეს შეფასება. მოლდოვას, ბოსნიას მნიშვნელოვნად ვუსწრებთ. რა შეეხება უკრაინას, უკრაინა რაღაცეებში, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში გვისწრებს, გაუგებარია, რა იგულისხმება ამაში. ამ ომმა უკრაინას გაუნადგურა გენერაციის ზუსტად ნახევარი. რასაც გამოიმუშავებდა უკრაინის ელექტროენერგიის სისტემა, ზუსტად იმის ნახევარი გაუნადგურა ომმა. შეიძლება ტექნიკური მახასიათებლებით არის უფრო მეტად ახლოს ევროკავშირთან უკრაინა, მაგრამ რაც შეეხება ამ სფეროს, ზოგადად, სხვა სფეროებს, ცა და დედამიწაა ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს და რაც აქვს სხვა კანდიდატ ქვეყნებს. რეალურად ყველამ ყველაფერი იცის, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, არჩევნები. თქვენ ნახეთ, უმძიმესი არჩევნები ჩატარდა მოლდოვაში. უკრაინაში საერთოდ აღარ ტარდება არჩევნები, პარტიებს კრძალავენ ერთმანეთის მიყოლებით. დამოუკიდებელი ტელევიზიები საერთოდ არ დატოვეს. მოლდოვაში არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი. პირდაპირ უწერია ოდირს ანგარიშში, რომ მთლიანად ხელისუფლების სასარგებლო პროპაგანდით იყო, მათ შორის საარჩევნოდ დაკავებული ეს ორი არხი. ანუ, აღარ არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზიები.

დემოკრატიის კუთხით, მედიაპლურალიზმის კუთხით რა მდგომარეობაც გვქონდა ჩვენ 2012 წლამდე, დაახლოებით, იგივე ვითარებაა. დამოუკიდებელი ტელევიზია არ არის, მაგრამ იქ უკეთესი მედიაპლურალიზმია, პარტიებს კრძალავენ, მაგრამ იქ უკეთესი პოლიტიკური პლურალიზმია. ოპოზიციონერი არ დატოვეს პრაქტიკულად პარლამენტში, ისე წაიყვანეს პროცესები, მაგრამ იქ მეტია პოლიტიკური პლურალიზმი. არჩევნებზეც, იქ ნახეთ რა მოხდა, ათასი უბედურება და იქ კარგი არჩევნები ჩატარდა და ჩვენთან არ ვიცით, კარგი არჩევნები ჩატარდა თუ არა. ეს არის უსამართლო მიდგომა. იგივე ეხება ევროინტეგრაციის საკითხების შეფასებასაც. ყველა პარამეტრით ვართ ათი თავით მაღლა ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ნახევარი ნაბიჯით უკან ვართ ჩვენ მოლდოვაზე, უკრაინაზე, ბოსნიაზე და ა.შ. ეს არის უსამართლობაა თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობ, რომ სამართლიანობაც სრულად აღდგება“, – განაცხადა პრემიერმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

23:49 - 06/01/2026

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

16:40 - 06/01/2026

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

10:00 - 25/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

საშობაო ტრადიცია საქართველოში

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.