Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა-კახა კალაძე

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა-კახა კალაძე

01:32 - 21/10/20243 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ბანერი პოზიცია-5

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიების რესურსი ნულია, მათი წარმომადგენლები ცდილობენ, პოზიცია ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებებით გაიმაგრონ.

„ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად გაკოტრებული, მხარდაჭერისა და თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, თავისი წრე ჰყავთ – ბევრი კომპრომატებით ჰყავთ დაშინებული, ბევრი ბულინგით, შეურაცხყოფით. ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან და ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. რატომ მიმართავენ ამ ყველაფერს? – მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ აქვთ. მათი რესურსი ნულია. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ესენი ერთად იმ ადამიანის თანაგუნდელები არიან, ვინც მაგალითად, არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდა და კიდევ სხვა რაღაცას. ერთად არიან, რადგან უთხრეს, რომ ერთად უნდა იყვნენ. ამ მოცემულობასა და ვითარებაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ, ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს. ერთადერთი, რაც დარჩენიათ, ისაა, რომ აქვთ მცდელობა, გარედან, იმ განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია, ვისმენთ, პოზიციები გაიმყარონ. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თავად პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვის ანდოს ქვეყნის ბედი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა. გარედან ვერავინ უბრძანებს ხალხს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის ანდოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მათი ეს განცხადებაც მიუთითებდა, რომ ცრუობენ, არაფერი დარჩენიათ, მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერა ნულია. როდესაც ხელისუფლებაში იყავი, გერქვა პოლიტიკოსი, გქონდა პოლიტიკური პარტია და აკადრე ხალხს ის, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ, ვინ უნდა ენდოს ასეთ ადამიანს?! ციხეებიდან გამოჰყავდათ, აუბედურებდნენ, კლავდნენ, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ტელევიზიები „ჯიბეში ედოთ“ და ვინ უნდა მისცეს მაგათ ხმა?! თუ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ხალხს მახსოვრობა არ აქვს და დაავიწყდა ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა?! დღეს რომ გამოდიან და პოლიტიკურ პარტიებზე რაღაც სახელებს ირქმევენ – გვარამიამ რაც არ უნდა „ახალი“ დაირქვას, ხომ ვიცით, ვინ არის და რისი მკადრებელია?! იგივე ხაზარაძე, ყველა, ავიღოთ სათითაოდ და ჩამოვთვალოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები – „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები. ხალხს, რა თქმა უნდა, აღიზიანებს, რომ ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, პოლიტიკაში დარჩნენ. ერთადერთი, რასაც ეპოტინებიან, გარე ძალებია, რომ როგორმე გავლენა მოახდინონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რაც არ უნდა გააკეთონ, ხალხი მათ შესაბამის პასუხს გასცემს“, – განმარტა თბილისის მერმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

🔵ქართული მარტო ენაა?!… – ლია კუხიანიძე

სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება – ჯანდაცვის სამინისტრო

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.