Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა – BBC დეტალებს ასაჯაროებს
  • მე საქართველოს გენერალი ვარ! – 6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა
  • მეუფე სპირიდონი: სინოდში ერთობაა – არ არსებობს ძალა, რომელიც დედაეკლესიას და საქართველოს მოერევა
  • სუს-მა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა – ბრალდებული ყალბი დოკუმენტებით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა
  • დღეს ლაზარეს შაბათია
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023
Facebook Telegram Twitter LinkedIn

“მთელი ცხოვრება შრომაში გალია.
არასდროს დაუწუწუნია, რომ ძალიან პატარა ასაკში დაქვრივებულმა, ბევრად მეტი შეძლო, ვიდრე სამი ოჯახი ერთად შეძლებდა.
პასუხისმგებლობა მეტი ჰქონდა. ვინმეს შვილებისთვის არ წამოეძახებინა, უმამოდ იზრდებიან და ამიტომ ყველაფერი მოაკლდათო.
შვილებისთვის დედაც იყო და მამაც.
საკუთარი თავისთვის არასდროს ეცალა. იტყოდა, ჩემი თავი ჩემ ქმართან ერთად დავმარხე და ახლა შვილების თვალებით ვუყურებ სამყაროსო.
სამი ვაჟი ეზრდებოდა. სამი სიხარული და დარდი.
მამლის ყივილამდე წამოდგებოდა, სანამ კარგად გათენდებოდა, ნახევარზე მეტი საქმე მოლეული ჰქონდა.
სამივეს უნივერსიტეტი დაამთავრებინა. სამივე ცალ-ცალკე დააბინავა…
თვითონ ნაბოლარასთან დარჩა, სანამ ჯანი მერჩის, ბოლომდე მოვემსახურებიო.
მესამე ბიჭიც დაქორწინდა, შვილები შეეძინა.
უკვე მოხუცი, წელში მოხრილი დედა გრძნობდა, რომ მალე ზედმეტი იქნებოდა.
ჯერ უსიტყვოდ, უთქმელად, გამოხედვით გრძნობდა, მერე დაძაბულობა უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდებოდა.
წლებთან ერთად ცხოვრებას სიმძიმეც ემატებოდა.
ძმებს შორის ხშირად იყო დაპირისპირება, ვის უნდა აეკიდებინა ზურგზე მოხუცი დედა.
გაუსაძლისი იყო იმაზე ფიქრი, რომ მოხუცის ადგილი, ვერც ერთი შვილის სახლში ვერ მოინახა.
მესამე შვილის ცოლმა გამოსავალი იპოვა, მოხუცთა თავშესაფარი…
დანარჩენებმაც მხარი დაუჭირეს.
იწვა მოხუცი, კედელთან მიდგმულ რკინის საწოლში… იწვა და გრძნობდა, რომ ეს საწოლი, უკვე კუბოდ ექცა… კუბოს კი ხვალ დილით გაასვენებდნენ….
სამივე შვილი მხრებზე შეიდგამდა ცოცხალ დედას და მოხუცთა თავშესაფარში ცოცხლად დამარხავდნენ…
იქ წასვლას სიკვდილი ერჩივნა…
ერთ ღამეში გოლგოთა გამოიარა, ის ერთი ღამე მთელი მისი ცხოვრების შეჯამება აღმოჩნდა.
ოთახში მხოლოდ სიბნელე, კუბოდ ქცეული რკინის საწოლი, უკვე ცარიელი კარადა და მოხუცის ბარგით გატენილი ჩანთა იდგა…
ვეღარც მამლის დაყივლებას დაასწრო წამოდგომა…
მამალმაც სამჯერ იყივლა, სოფელსაც დაათენდა და შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…

პეტრე კოლხი -სოციალური ქსელი

შეიძლება დაგაინტერესოთ

აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა – BBC დეტალებს ასაჯაროებს

10:53 - 08/04/2026

მე საქართველოს გენერალი ვარ! – 6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა

01:18 - 06/04/2026

მეუფე სპირიდონი: სინოდში ერთობაა – არ არსებობს ძალა, რომელიც დედაეკლესიას და საქართველოს მოერევა

22:31 - 04/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.