Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ჰანტავირუსის” აფეთქება საკრუიზო გემზე – გველის თუ არა ახალი პანდემია?
  • შიო მესამე -“საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას”
  • შიო მესამე – გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის
  • შიო მესამე – ქართველმა ხალხმა უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა თავისი ნამდვილი სახე, საუკუნეებია, ჩვენი ქვეყანა იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება
  • “აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!”-სვეტიცხოველში შიო III საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

01:20 - 19/10/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ. რომ არა ეს ხელისუფლება, არ ვიცი ჩემი ოჯახის მდგომარეობა როგორი იქნებოდა, ვიქნებოდი თუ არა მე თვითონ ცოცხალი, – განაცხადა გარდაცვლილი პაატა ქარდავას შვილმა, ბექა ქარდავამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„დღემდე ჩემთვის ძალიან რთულია ამ თემის გახსენება, ეს თემა ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც ჩემთვის 2008 წელს ჩამოინგრა. ყველაზე დიდი ზურგი, იმედი, მამაჩემი, თავდაცვის ძალების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის ქალაქ ზუგდიდიდან გაიტაცეს, გადაიყვანეს ბათუმში, შეკვეთილში და დასვეს კატერზე, გაიყვანეს 10 კილომეტრის სიღრმეში ზღვაში, სადაც მიუჩინეს განაჩენი, უსამართლოდ მოკლულ მამაჩემს, რომელიც საქართველოსთვის და მთელი ერისთვის იბრძოდა ყოველთვის, აფხაზეთიდან დაწყებული, სოხუმის ომში იყო ჩართული და იყო ნამდვილი ვაჟკაცი, რომელსაც უყვარდა საქართველო და იბრძოდა ქვეყნისთვის. ამის მერე, რაც მამა მომიკლეს და მისი საფლავიც კი არ მაღირსეს, ჩამიძირეს ქვა მობმული ზღვაში, ჩემი ოჯახი იყო სრულ გაურკვევლობაში. არც ვიცოდით რა ხდებოდა. ეს ინფორმაცია ახლა მაქვს და მაშინ, ის პერიოდი იყო სრული ჯოჯოხეთი, რომელსაც ჩემ მტერსაც არ ვუსურვებ. როცა რაღაც იცი, საფლავი გაქვს ეს სულ სხვა რაღაც ყოფილა. ვიყავით 24 საათი რაღაცის მოლოდინში, ვინ რა ინფორმაციას მოგვაწვდიდა და შეძლებდა დახმარებას. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენს ოჯახზე დაიწყო ძალადობა. როცა ვცდილობდით რაღაც გაგვეგო, ქუჩაში გამოვსულიყავით, დაიწყო ის ეტაპები, როცა მამაჩემი მოღალატედ შერაცხეს. ეს იყო ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე რთული, იმ ტკივილზე უარესი იყო, ვიდრე მისი გარდაცვალების ტკივილი. ძალიან ამცირებდნენ ჩვენს ოჯახს იმისთვის, რომ ხმა არ ამოგვეღო. ვიყავით მოღალატე მამის შვილები, მოღალატე კაცის ცოლი იყო დედაჩემი და მთელი ჩემი ოჯახი იყო მოღალატე პაატა ქარდავას ოჯახი. ჩვენ საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ“, – აღნიშნა ქარდავამ.

მან ასევე ისაუბრა მოვლენებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვითარდა.

„ღმერთის წყალობით, დადგა დღე, როცა მოვიდა ახალი ხელისუფლება. ნებისმიერ ადამიანს , ჩემი ოჯახს წევრს შეუძლია თქვას, რომ ეს ხელისუფლება რომ არა, არ ვიცი ჩემი ოჯახის მდგომარეობა როგორი იქნებოდა. ვიქნებოდი თუ არა მე თვითონ ცოცხალი ან ოჯახის ნებისმიერი წევრი. ამ ხელისუფლების წყალობით დღეს ვიცი, რომ მამაჩემი იმ ჯალათების ხელიდანაა გარდაცვლილი. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს გამოიძიეს ეს საქმე სრულად, რაზეც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და დღევანდელ დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმის ძიება კიდევ მიმდინარეობს, რადგან ამ საქმეში ბევრი ადამიანი იყო ჩართული და არა მხოლოდ ის, ვინც ახლა მსჯავრდებულია“,- განაცხადა პაატა ქარდავას შვილმა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ჰანტავირუსის” აფეთქება საკრუიზო გემზე – გველის თუ არა ახალი პანდემია?

23:07 - 12/05/2026

შიო მესამე -“საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას”

21:53 - 12/05/2026

შიო მესამე – გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის

19:59 - 12/05/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.