Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნუ ავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას” – ორგანიზაცია “ამრა” დაურ ბუავას გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს
  • თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს
  • დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
  • მამუკა მდინარაძე თანამდებობასა და პოლიტიკას ტოვებს – განცხადების დეტალები
  • საქართველო და უზბეკეთი “შუა დერეფნით” რუსულ სატრანსპორტო გზებზე დამოკიდებულებას ამცირებენ-Welt Stimme
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » მამუკა მდინარაძე თანამდებობასა და პოლიტიკას ტოვებს – განცხადების დეტალები

მამუკა მდინარაძე თანამდებობასა და პოლიტიკას ტოვებს – განცხადების დეტალები

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა. პრინციპში, პოლიტიკაც"
19:16 - 27/08/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

მდინარაძის განცხადებით, პოლიტიკაში გატარებული ათი წლის შემდეგ მან გადაწყვეტილება მიიღო, დატოვოს როგორც მინისტრის თანამდებობა, ისე პოლიტიკური საქმიანობა.

 

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და, მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს, მის წევრებსა და ლიდერებს, მათ შორის პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.

 

“ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ, თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რომ ამაყად შეგვიძლია , ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს – არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ქართველების, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა გადაწვეტილების, რითაც ამ საერთო, დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მდინარაძემ ასევე ისაუბრა ოჯახის შესახებ და აღნიშნა, რომ სურს, მომავალში მას მეტი ყურადღება დაუთმოს.

 

“მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა, მეტი ყურადღება მივაქციო”, – განაცხადა მან.

 

მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ასევე იმ ადამიანებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში მათ საქმიანობას სტიმულს აძლევდნენ.

 

“ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ ათი წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა არის მაქსიმალური, ურთულესია, არ არის მარტივი ამბავი. მინდა, დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე, ურთულესია, როცა ეს პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, მათ შორის თითოეულ მხარდამჭერს, არამხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე, რათა მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნებოდა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. ამასთან, სექტემბერში რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმება იგეგმებოდა.

 

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნამდე მამუკა მდინარაძე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნუ ავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას” – ორგანიზაცია “ამრა” დაურ ბუავას გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

18:16 - 28/08/2026

თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს

14:07 - 28/08/2026

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

00:03 - 28/08/2026
Demo
TOP სიახლეები

თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს

14:07 - 28/08/2026

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.