Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “გამოსასწორებელი კოლონია”  ყოფილა ემიგრაცია…”- თეონა ღვინჯილია
  • CNN- აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შიდა საკომუნიკაციო მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გაითიშა
  • რომეო მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 1 მლნ ლარის ჯარიმა შეეფარდა – სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონება ჩამოერთვა
  • სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “გამოსასწორებელი კოლონია”  ყოფილა ემიგრაცია…”- თეონა ღვინჯილია

“გამოსასწორებელი კოლონია”  ყოფილა ემიგრაცია…”- თეონა ღვინჯილია

ემიგრაცია  - "გამოსასწორებელი კოლონია" და დაკარგული დროის ფასი
00:30 - 18/11/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn
"პირველ რიგში დრო მინდა ვიყიდო..."

“ზოგჯერ სიმდიდრეა თავისუფალი საღამო, საყვარელ ადამიანთან გატარებული დრო, მშვიდად დალეული ჩაი…” –  გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თეონა ღვინჯილია ემიგრაციაზე, ცხოვრებისეულ პრიორიტეტებსა და  გამოცდილებაზე  წერს, რომელთა ნამდვილ ფასსაც ხშირად მხოლოდ დრო გვასწავლის.

“გამოსასწორებელი კოლონია”  ყოფილა ემიგრაცია…

ბოლო დღეებია ფიქრებში ისე ავიხლართე, გამახსენდა: “ფიქრი ყელზე გამოსმული დანაო” –  მართალი ყოფილა…

რომელი საკუთარი თავი უფრო მომწონს, ვეღარ გამირკვევია, ის, თვითმფრინავის ტრაპზე ასვლამდე რომ ვიყავი, “გამოსასწორებელი”, თუ ის, ტრაპზე ასვლის შემდეგ რომ გავხდი  – “გამოსწორებული”…

გამოსასწორებელი საკუთარი თავი მუდამ ლაქშერული ცხოვრებისკენ მიილტვოდა. ცხოვრების სიამე მხოლოდ ბრენდულ მაღაზიებსა და ვიტრინებში ეგულებოდა. სტუმრად წასვლას ბევრი ფულის დახარჯვისა და დახუნძლული პარკით მისვლის გარეშე თითქოს პატივისცემად არ მიიჩნევდა. სრულყოფილი დასვენება აუცილებლად მაღალი სტანდარტის სასტუმროს უკავშირდებოდა, ხოლო ბევრი „ელიტა“ მეგობარი თითქოს საკუთარი მნიშვნელოვნების დამადასტურებელი მოწმობა იყო.

და ასე შემიძლია უსასრულოდ ჩამოვთვალო ჩემი მაშინდელი მცდარი წარმოდგენები, ცხოვრების არასწორად წაკითხული წესები და ის პრიორიტეტები, რომელთა ნამდვილ ფასსაც მხოლოდ დრო გასწავლის.

ახლა სახლში რემონტი მაქვს, იმ სახლში, რომელიც ემიგრანტობის დასაწყისში შევიძინე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი “გამოსწორებული”, თორემ ამ სიფრიფანა გოგოს ამდენს არ ავკიდებდი. ამდენ წელს საკუთარ თავს არ მოვპარავდი იმისთვის, რომ დღეს ერთი ოთახით მეტი მქონოდა. ბოლოს და ბოლოს, ერთი ოთახიც ხომ იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც ხუთი-შვიდი?

ვაი, რომ გვიან მივხვდი, ამ ცხოვრებაში ზედმეტი არაფერია საჭირო. უფრო სწორად, ზედმეტი ყოველთვის რაღაც აუცილებელს გვართმევს: დროს, სიმშვიდეს, ახალგაზრდობას, საკუთარ თავს…

იმას, რასაც ასე გულმოდგინედ ვაგროვებთ, ვაშენებთ, ვაწყობთ და ვალამაზებთ, შეიძლება მის დასრულებამდე ჩვენ დავსრულდეთ, ან, უკეთეს შემთხვევაში, წლებმა მაინც დაასრულონ ჩვენი ახალგაზრდობა…

და მერე რა მნიშვნელობა აქვს, როკოკოს ფაიფურის ფინჯნით მივირთმევ ჩაის თუ ბაზარში ნაყიდი, გაურკვეველი შენადნობის ჭიქით? მთავარია, ჩაის დალევისას გული მქონდეს მშვიდად და ის ხელი, რომელსაც ფინჯანი უჭირავს, ჯერ კიდევ ახალგაზრდობის სითბოს გრძნობდეს…

სინანულმორეული და დარდმორეული ჩამოჯდები, როცა აღმოაჩენ, რომ საკუთარი ცხოვრების ულამაზესი წლების ამოღების ავტორი თავად ყოფილხარ. იქ ღიმილიც კი “შეყინულღიმილიანდება”, დოჩანაშვილისა არ იყოს…

აღარც სტუმრად დახუნძლული პარკით მისვლა მინდა, აღარც მეგობრების რაოდენობით საკუთარი თავის გაზომვა, აღარც ბრენდები და აღარც ესპანური მეტლახ-კაფელი. მინდა ზომიერება, სიმარტივე და ყველაფერში ის უხილავი ზღვარი, რომლის იქითაც ნივთები გვემატება, ცხოვრება კი გვაკლდება.

ახლა უკვე ვიცი, რომ სიმდიდრე ყოველთვის დაგროვილი ქონება არ არის. ზოგჯერ სიმდიდრეა თავისუფალი საღამო, საყვარელ ადამიანთან გატარებული დრო, მშვიდად დალეული ჩაი, საკუთარი სურვილით მიღებული გადაწყვეტილება და ის განცდა, რომ ცხოვრება შენს გვერდით კი არ გარბის, შენც მასთან ერთად ცხოვრობ.

ყოველი დღე გაკვეთილია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ წინა დღისგან ნასწავლს ხვალინდელ დღეს არ დავახვედრებთ დავიწყებულს. გუშინდელმა გამოცდილებამ დღევანდელი უნდა შეგვცვალოს, დღევანდელმა კი ხვალინდელი მოლოდინის წინაშე უფრო ბრძენი და ფრთხილი დაგვაყენოს.

არ ვიცი, საბოლოოდ რამდენად „გამოვსწორდი“, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვისწავლე: ცხოვრებას ნივთების რაოდენობით, სახლის ოთახებითა და სხვის თვალში საკუთარი ფასით აღარ გავზომავ!

 

და თუ ოდესმე კიდევ რამე უნდა შევიძინო, პირველ რიგში დრო მინდა ვიყიდო… ოღონდ, სამწუხაროდ, ეს ერთადერთი რამ არის, რასაც ფულით ვერ იყიდი”- წერს სოციალურ ქსელში გერმანიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი თეონა ღვინჯილია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

CNN- აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შიდა საკომუნიკაციო მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გაითიშა

23:46 - 17/11/2026

რომეო მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 1 მლნ ლარის ჯარიმა შეეფარდა – სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონება ჩამოერთვა

16:04 - 23/10/2026

სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს

12:30 - 22/10/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.