არ დაიზაროთ
“შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მგონია რომ ყველაფერი კავშირშია, ეს შემთხვევები ერთი დიდი დაავადების სიმპტომია.
მარჯვენა ფოტოზე ხედავთ ბალდის კანიონის საბანაო ადგილს. ახლა ასე გამოიყურება.
მიუხედავად დაპირებისა, რომ ადგილობრივებს ბანაობის საშუალებას მისცემდნენ, მდინარე არის ტალახიანი. გაგანია სიცხეში, ადგილი სადაც სოფელი ამ საშინელ “გლობალურ დუღილს” ემალება ასე გამოიყურება. ყოველ ოც წუთში აბინძურებენ. იწმინდება და ისევ აბინძურებენ.
იცით როგორ?
როგორც ადგილობრივებმა გადმომცეს, აი შიგნით კანიონის კედლებზე რომ მწვანე ხავსებია ხომ ხედავთ? იმას რეცხავენ. “ასუფთავებენ”
პრობლემა ის კი არაა რომ მდინარე ბინძურია, ის თავის თავს უმალვე გაწმენდს, მაგრამ რამდენი ხანი დასჭირდება მაგ ხავსების აღდგენას? საერთოდ აღდგება რო?
არის შესაწვლილი ეს ეკოსისიტემა?
ამაზე გამოთხოვილი მაქვს კვლევა და ველოდები პასუხს.
სამწუხარო ისაა, რომ ამას აკეთებენ დაცული ტერიტორიების ნებართვით და ინიციატივით, ისე რომ ადგილობრივებს არავინ არაფერი ჰკითხა!
თან ხელზე დაიხვიეს რომ მდინარეში სოფლელები დენით თევზაობენ და ამით აშანტაჟებენ. რას ეუბნებით ბავშვებს? რომლებიც სიცოცხლეს თავდავიწყებით ერწყმიან მაგ მდინარეში?
თუ ასეა შეიტანე ცოდნა, აუხსენი რას უშვება დენი იქაურობას, თუ ისინი ვერ იგებენ მათ შვილებს აუხსენი.
აი ამას უნდა აკეთებდეს დაცული ტერიტორიები, ზრდიდეს ცნობიერებას ბუნების შესახებ.
ეს არაა ადგილობრივი პრობლემა, ამის საწყისი ისაა რომ არცერთ სფეროში არ არსებობს გრძელვადიანი ხედვა იმისა თუ როგორი სახლმწიფო გვინდა მივიღოთ 40-50 წელიწადში.
როგორი უნდა იყოს ტურიზმი, როგორი უნდა იყოს გარემო, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განაშენიანება, სოფლის მეურნეობა.
გეგმის გარეშე მივდივართ, ინერციით, ავტომატურად, თვითგანადგურების რეჟიმში მყოფი რობოტივით.
გადაწყვეტილებებს იღებენ მექანიკური ადამიანები, ვისი მოტივაციაც ფულის შოვნაა, თანაც ახლავე, ამ წამს! მანიპულირებენ იმით, რომ დაიძვრება ეკონომიკა, მოვა ტურისტი, გექნება ფული. და ღარიბ მოსახლეობას, რომელსაც მატერიალურად უჭირს და ხელი არ მიუწვდებოდა ღირსეულ განათლებაზე ტურისტებით აბრუებენ.
შეუძლებელია მომავალს ხედავდე და ტურიზმზე დადო ფსონი, მომავალს კი ხედავს მეცნიერება, “ნაწინასწარმეტყველებია” ყველაფერი, გლობალური დათბობაც, კატასტროფებიც, ნიადაგის გაუდაბნოებაც და აქედან გამოწვეული ომებიც. თანაც შორს კი არა, იმაზე უფრო მალე ვიდრე მაგ საიჯარო კონტრაქტის ვადა გავა.
თუმცა ამაზე არ ფიქრობენ.
ფულია მათი ღმერთი, და ისინი არიან მონები “ღვთისა.”
სრული სიგიჟეა ამ ეპოქაში ფული იყოს პრიორიტეტი!
ფულის დევნამ მიგვიყვანა აქამდე, სადაც პლანეტა გამოხრულია, ეს არაა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ეს მთელ მსოფლიოს ჭამს.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცოდნით, გონიერი მოქმედებებით, შევქმნათ მეტნაკლებად უსაფრთხო სივრცე.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ არა აქვთ ცოდნის მიღების წყურვილი, მათ მხოლოდ ფული სწყურიათ.
როცა ვამბობ “იმათ” არ ვგულისხმობ კონკრეტულ პიროვნებებს, ესაა სენი თანამედროვე მსოფლიოსი. გველეშაპი უთვალავი თავით, რომლის ინტერესებში შედის რომ ადამიანი დატოვოს მომხმარებლის როლში.
მათი მზერა დაბმულია მატერიალურით, როგორც სახედარი სტაფილოს, ისე უყურებენ მწვანე კუპიურებს.
შესაბამისად, მათი მოქმედება ვერანაირად ვერ იქნება ცოდნით ნაკარნახევი.
ამიტომ ვიღებთ ქვეყანას, სადაც მესაჭეს წარმოდგენა არა აქვს სად მიდის. რუკაზეც კი არ იყურება და არც იმას ეკითხება აზრზს ვინც რუკის კითხვა იცის.
ალბათ იმიტომ რომ ეს ხალხიც სადღაც რაღაცას სცოდავს, ან კომუნიკაციაში, ან მოქმედებაში. თუ სასურველ შედეგს ვერ იღებ, ე.ი. რაღაცას სწორად არ აკეთებს.
ორივე მხარეს გადასახედი გვაქვს ჩვენი ქმედებები.
მაგრამ მესმის, საჭეთმპყობელთან საუბარი რა რთულია, მან საერთოდ არც კი იცის რომ რუკა არსებობს, რასაც ხედავს მხოლოდ ის ჰგონია სამყარო, ჭეშმარიტება აღთქმული მიწა.
თუმცა სულ სულ სულ სულ სულ სულ სულ სულ ზევით, ალბათ ძალიან კარგად იციან რაც ხდება, უბრალოდ ფიგურები რომლითაც თამაშობენ გასკვანჩული ჰყავთ ილუზიის ტყვეობაში.
ხადანხან ვფიქრობ, რომ ყველა პროექტი უნდა დაპაუზდეს, უბრალოდ უნდა გააჩერო ქვეყანა, თორემ შეიძლება ისეთი გამოუსწორებელი ზიანი მოგვადგეს თაობებს გადასწვდეს.
არადა ვხედავ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაზე უკეთეს პირობებში ვართ, უდიდესია პოტენციალი, სამოთხე შეგვიძლია მოვაწყოთ.
და სწორედ ახლა არის იმის დრო, რომ ვილაპარაკოთ გრძელვადიან გეგმებზე, სახელმწიფოს იდეაზე, წესრიგზე, როგორ სამყაროს ვაშენებთ აქ? ოღონდ ვილაპარაკოთ ლანძღვა-გინების გარეშე, მდაბიო ცინიზმის გარეშე.
დავხატოთ რუკა, რომლითაც ყველა მესაჭე იხელმძღვანელებს, და ვინც ამ რუკას პირადი სარგებლისთვის გადაუხვევს პასუხი ისე მოეთხოვოს. რომ გადახვევა ვეღარავინ გაბედოს.
ეს უნდა ქნას იმათ ვისაც სუფთა გული და გონება აქვს, ვისაც აზროვნება შეუძლია, ვისაც შორს გახედვა შეუძლია და მიზეზ-შედეგობრიობას ჭვრეტს.
გამოდით ჩრდილიდან, თქვენი დროა!
მაგრამ თან აბა როგორ მოვთხოვოთ გამოსვლა?
ერთის მხრივ ვიძახით რომ არავინ არ ჩანს, მაგრამ მეორეს მხრივ ვინც გამოჩნდება თუ ჩვენთვის მიუღებელი წამოსცდა ეგრევე ჯვარს ვაცვამთ და ცოცხლად ვატყავებთ, კედლიდან კედელზე ვათრევთ და მერე გვიკვირს, რატომ არავინ არ გამოდის.
ამიტომ გამოდის ის ვისაც ქვის გული აქვს, და საერთოდ არ ეხება ეგ თქვენი ლანძღვა-გინება.
იქნებ გონიერმა არსებამ ეს ყველაფერი იცის და ამიტომ დუმს? იქნებ პირანიებად ქცეული ხალხის ეშინია?
ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ბევრ ქვეყანაზე უკეთსიც კი. ვხედავ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაზე უკეთეს პირობებში ვართ, უდიდესია პოტენციალი, სამოთხე შეგვიძლია მოვაწყოთ.
უბრალოდ სწორი მიდგომა გვჭირდება, ეს მიდგომა ნაღდად არ გადის ერთმანეთის დაჭმაზე.
უნდა გადავხედოთ წარსულს, რაციონალურად, ემოციების გარეშე, ვიყოთ იმის მადლიერები რაც კარგია და იმის მადლიერებიც რაც ცუდია, რადგან ამან გვასწავლა და გვანახა ის თუ რა არის ღირებული.
ეს რთულია, მაგრამ აუცილებელი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავთავისუფლდებით წარსულისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში წარსული ყოველთვის თავის თავს გაიმეორებს, ოღონდ სხვა დეკორაციებით და მსახიობებით.
მთავარია ამის მიზნად დასახვა, დანარჩენი თავისით მოხდება.
არ თქვათ როგორ შეიძლება ვიყოთ, ამ “ნაძირლების” მადლიერები, ეს მადლიერება პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება, რადგან აქაა ძალა!
მხოლოდნამით შეგვიძლია ვიყით იმათზე მეტი. ესაა ჩვენი დიდი უპირატესობა, დანარჩენი არაფერი გაგვაჩნია. არც ფულადი და არც ადმინისტრაციული რესურსი.
ეს არაა უბედურება და ტრაგედია. ნიჰილიზმი არ დამანახოთ, პირიქით, ეს ძალიან მაგარია, ეს ნიშნავს რომ გავიზარდეთ.
აქამდე უნდა მოვსულიყავით, ეს გზა უნდა გაგვევლო, მანდამდე სხვა საზრუნავი გვქონდა, ვერ ვიფიქრებდით შორ გეგმებზე.
მორჩა წარსულით სიამაყე, მორჩა ისტორიით და კულტურით ტრაბახი, ახლა “საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს.”
ამას პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები, არ იფიქროთ რომ ვინმეს ჭკუას ვარიგებ. როგორც კი ნახავთ რომ “ვატრაკებ” ცივი წყალი გადამასხით.
საერთოდ არავის წინააღმდეგ არ ვარ, წინააღმდეგობა გფიტავს და მათაც ეს აწყობთ.
მე უბრალოდ ქვეყნისკენ ვარ, ევოლუციისკენ. სიგიჟემდე მიყვარს აქაურობა.
ალბათ ღმერთს ძალიან უნდოდა რომ გავბრაზებულიყავი და ზუსტად იქ ჩამაჭირა რასაც ვეღარ გავატარებდი.
ამ მდინარის ხეობაში არის საოცარი მღივიმეები, ჩანჩქერები, კანიონები, ბზები, რა ბედი ეწევა იმ ადგილებს ვიცით? რა გარანტია მაქვს რომ ამ უნიკალურ ბუნებას თავიდან ბოლომდე ფულის საჭრელ დაზგად არ აქცევენ? თუ ამის საშუალებას კანონი იძლევა, რითი დავუპირისპირდე?
მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ხვდებიან, რადგან შთააგონეს, რომ ფულია სიკეთე და ისინიც სიკეთის მსახურები არიან.
კი ფული ძალიან საჭიროა, მაგრამ სიცოცხლეზე მეტად არა.
ვიღაცები ამ პოსტს პირად შეურაცხყოფად მიიღებენ.
საყვედურიც მომცეს, შენი პოსტის გამო ხალხმა გვაგინაო.
არა მეგობრებო, ჩემმა პოსტის კი არა, თქვენი ქმედების გამო გაგინეს, ისიც 10 000 კომენტარიდან მხოლოდ ერთი იყო შეურაცხყოფა და ამით დამიწყეს მანიპულაცია. ამიტომ გთხოვთ, ამის საშუალებას ნუღარ მისცემთ.
მესმის, გაბრაზდნენ რომ გავასაჯაროვე, “ზურგს უკან პოსტი დაწერეო” და ამ დროს ზურგს უკან კანიონი 40 წლით გაასხვისეს, სოფლის მარგალიტი.
ბნელ არსებებს ყველაზე მეტად მათი საქმეების გამოაშკარავების ეშინიათ.
მაგრამ ინტერნეტის ეპოქაში სიბნელეში ჩათლახობები გამორიცხულია. თენდება!
ვიღაცები კი ცდილობენ ფარდა ჩამოაფარონ და სიბნელეში გვამყოფონ, მაგრამ მზე ისე დააჭერს რომ ფერფლად იქცევიან, როგორც ვამპირები დღის შუქზე.
მაგრამ სიბნელეც სამყაროს ნაწილია, წყვდიადის მარჯვენა ხელი, რომ არა ეგ, არც სინათლე იქნებოდა, მათ ეგ როლი აირჩიეს და მათ არჩევანს პატივსვცემ, ასე გვეხმარებიან სინათლის დანახვაში.
მაგრამ რამდენად ცნობიერია ეს არჩევანი?
ადამიანი დღის არსებაა, სიბნელეში იტანჯება, სინათლისკენ მიდის, ისევე როგორც პეპელა, და სწორედ ეს სინათლეა ის სიცოცხლე რომელზეც იესო საუბრობდა 20 საუკუნის წინ.
მეორე მხარეს კი სიკვდილია.
რავიც, არც იმას გამოვრიცხავ რომ მეც მანდ ჩამიტანოს.
არ იფიქროთ, რომ თავი წმინდანი მგონია, ჩემზე გარეწარი შეიძლება ბევრი არ დადიოდეს.
ჩემშიც ზის ბნელი, არ ვარ გამონაკლისი, ამიტომ ამას ჩემ თავსაც ვახსენებ, ამიტომ არ მგონია თავი მათზე უკეთესი, საკმარისად მათრია ცხოვრებამ რომ ეგ წაეშალა ჩემთვის, მე ვიტანჯე ბნელში. და ზოგჯერ ახლაც ვიტანჯები, მაგრამ არჩევანს არაფრით არ შევცვლი, არასდროს შევიძულებ მტერს.
სინათლის გზა რთულია, მუდამ გიწევს ეგოსთან ჭიდილი, შენი მტრისთვისაც კი უნდა ილოცო.
რთულია, მაგრამ ვიცი ამას შევძლებთ, რადგან სხვანაირად არაფერი გამოვა, ესაა გამარჯვების ერთადერთი შანსი, ესა ნამდვილი მებრძოლის გზა.
აწიოს საკუთარ თავში სიყვარული და
დანარჩენი თავისთავად მოხდება.
ეს რადიაცია პიქსელებად დაშლის სიბნელეს.
ზოგჯერ მგონია, რომ ეს ყველაფერი კანონ-ზომიერია და ადამიანების რასაც ვიმსახურებთ იმას ვიღებთ, თუმცა ვფიქრობ რომ თუ ჩვენ თავში რამეს შევცვლით, ეს მოცემულობაც შეიცვლება.
ვხედავ, უკვე დაწყებულია ცვლილებების გზა, მოსახლეობა სულ უსწრებს მთავრობას განვითარებით.
სწორედ აქედან იწყება უკმაყოფილება. რაც განახლებულს ხალხს უნდა, ის მთავრობას უბრალოდ არ შეუძლია.
ალბათ ამას უნდა მივხდეთ, მაგრამ ისევ ეგო, ისევ მტრების ხატები, ისევ იგივე… სწორედ იმიტომ რომ გეშტალტს არ ვხურავთ.
“თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მეოცნებე ვარ, მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი”
ბოლო ხანია ისეთი ხალხი მხვდება ბრდღვიალებენ, ბწყინავენ, ცოტა შოკი მაქვს.
მათთან შეხვედრამ მომცა ძალა და გარეგანი დასტური იმისა რასაც შინაგანად წლებია ვხედავ და ამაზე ღიად ვერ ვსაუბრობ.
მაგრამ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? მერე მაინც ისევ დაღამდება, ეს ხომ ციკლებია სამყაროსი? ეს კითხვები ჩემთანაც არის.
არ ვიცი, ამაზე მკვეთრი პასუხი არ მაქვს.
მაგრამ ერთი ის ვიცი, თუ როდის განვიცდი სიცოცხლეს, და ეს ისეთი ლამაზია, ამ დროს კითხვები ქრება. და არ შემიძლია სიცოცხლის მოსპობას ვუყურო.
სინამდვილეში ყველას ერთი საზრუნავი
გვაქვს.” – წერს მათე მაყაშვილი სოციალურ ქსელში