Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “ჩვენ ვიცხოვრებთ ერთად საერთო ქართულ სამშობლოში – ეს ჩვენი ბედისწერა”-კახა კვაშილავა

“ჩვენ ვიცხოვრებთ ერთად საერთო ქართულ სამშობლოში – ეს ჩვენი ბედისწერა”-კახა კვაშილავა

02:24 - 16/12/202329 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ისევ და ისევ არის მცდელობა აფხაზეთის ომში, რომელიც სამართლიანადაა დეფინიცირებული როგორც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ერთი ფრონტი, ისევ შენიშნონ ქართულ-აფსუური ეთნიკური კონფლიქტი.
გავიარეთ უკვე ეს კრემლის ნარატივი. გამოვფხიზლდით და დავინახეთ, ვინაა ამ “კონფლიქტის” ინიციატორი.
ახლა ისევაა მისი შემოგდების მცდელობა, რომ რუსეთის ნამუსი “შევუნარჩუნოთ”.

ბანერი პოზიცია-5

ქართველებს არასდროს გააჩნდათ უარყოფითი დამოკიდებულება აფსუების მიმართ. მათ შორის, ომის დროსაც კი.
მეორე მხარეს, სამწუხაროდ, ეს იყო და, ისევ სამწუხაროდ, ახლაცაა.

ჩვენდა სამწუხაროდ, საინფორმაციო ომი წავაგეთ არა 1992-1993 წწ. ომის შემდეგ, არამედ, გაცილებით ადრე: XX საუკუნის დასაწყისშივე, როცა რუსმა აფსუები როგორღაც დააჯერეს, რპმ მუჰაჯირობა ქართველებმა მოაწყვეს.

არადა, რომ არა ქართველების აქტიური მცდელობა მუსლიმი აფსუების გაქრისტიანებისა და ამ გზით მათი გადარჩენისა, დღეს აფსუები მხოლოდ მუჰაჯირების შთამომავლები იქნებოდნენ.

აფსუები გაყარა რუსმა და დააბრალა ქართველებს. რუსის მიერ გაყრილმა აფსუებმა ეს დაიჯერეს და დღემდე სჯერათ.

ის რომ აფსუები თანამედროვე აფხაზეთის მიწა-წყლის აბორიგენი მოსახლეობა არ არიან, ეს ჩანს 1533 წ. იანვრის გურიელ-დადიანის საერთო ექსპედიციით ჯიქების წინააღმდეგ, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი მარცხით დასრულდა და ამის შემდეგ აქტიურდება აფსუათა ჩამოწოლა აფხაზეთის “სამთავროს” ტერიტორიაზე და ამ მხარიდან ქართველთან თანდათანობრივი აყრა, საეკლესიო ცენტრების მოშლა, რადგან მოდიოდა წარმართი მოსახლეობა, რომელიც, ზოგჯერ, ისლამსაც ღებულობდა, თურქებისგან ხეირი რომ მიეღო.
ამ პროცესის შედეგად ქართული არისტოკრატიული გვარები – შარვაშიძეები, ანჩაბაძეები, ემუხვარები და სხვები – აფსუიზაციას განიცდიან, თუმცა ქართულ კულტურას და ეკლესიას არ წყდებიან (ცალკეული გამონაკლისების გარდა).

საქმე იმაშია, რომ შარვაშიძე, როგორც ტიპურ ფეოდალს, დადიანისგან დამოუკიდებლობა უნდოდა. აბა, რა ქართველია ის ქართველი, რომელსაც პირველობა არა უნდა?!

დამოუკიდებლობა-პირველობის მსურველ შარვაშიძეს კი, მებრძოლი ძალა არ ჰყოფნიდა დადიანის დასამარცხებლად და ჩრდილოკავკასიელებში ქირაობდა მეომრებს, რომლებიც სანაცვლოდ ალაფოთ დახუნძლულნი ბრუნდებოდნენ უკან. თანდათანობით, მათ დაბრუნება შეწყვიტეს და ადგილობრივ დარჩენა დაიწყეს. შარვაშიძეც იძულებული გახდა, მიეღო ეს მოცემულობა. თანდათან აქ შემოდის მამამძუძეობის ინსტიტუტი, რაც აფსუებს ადგილობრივად აძლიერებდა, შარვაშიძეს კი აფსუად აქცევდა.

სხვათა შორის, თუკი გიორგი ბრწყინვალეს მიერ ოსთა გაძევებას არ ვაპროტესტებთ და ვაღიარებთ სამართლიანად, რატომღაც 1553 წლის ლაშქრობა ამგვარად შეფასებული არ გვაქვს (ორაბორიგენობის თეორიაში არ ჯდებოდა და იმიტომ). არადა, ერთნაირი მიზეზია ორივე შემთხვევაში. უბრალოდ, ოსთა შემთხვევაში “ორაბორიგენობა” კრემლს არ შემოუთავაზებია თავის დროზე და ამით გადავრჩით. იქნებ, ნანობენ კიდევაც ამას კრემლში?!

ამიტომაც ააგო კედელი დადიანმა “აფხაზთა გამოუსვლელობისთვის”, აფსუებმა “ველიკაია აბხაზსკაია სტენა” (აფხაზეთის დიდი კედელი) რომ უწოდეს კრემლის კარნახით გასულ საბჭოურ საუკუნეში. ვახუშტისთან ეს კი ეწერა, მაგრამ ამას არავინ ამბობდა, რადგან ორაბორიგენობის თეორიაში არ ჯდებოდა. თუ სწორად მახსოვს, იური ვორონოვს ერთხანობა წამოსცდა თუ ვერც მიხვდა, რას წერდა სეპარატისტთა საწინააღმდეგოდ. შემდეგ, ეტყობა, მიახვედრეს და მანაც გაუბერა “ველიკაია აბხაზსკაია სტენაო”…

რაც შეეხება 1930-იანების მიწურულს ანბანის ქართულიზაციას და სწავლების ქართულ ენაზე გადაყვანას, ესეც კრემლის ინიციატივა იყო, რომლის განხორციელებასაც თბილისი გარკვეული პერიოდი აჭიანურებდა კიდევაც, რადგან უფრთხილდებოდა აფსუებთან ურთიერთობებს.
დღეს აფსუები “გვედავებიან” რომ აფსუათა რაოდენობა აფხაზეთის სსრ არსებობის პერიოდში ქართველებს აჭარბებდა
სამწუხაროდ, იქვე ავიწყდებათ მითითება, რომ ნესტორ ლაკობამ გალის მეგრული მოსახლეობის დიდი ნაწილი “აფსუად” ჩაწერა და ამ გზით რაოდენობაც “გაიზარდა”.
დღეს ერთ აფსუასთან წავიკითხე, რომ სიტყვა “კულტურა” აფსუურად 1926 წელს შეუქმნიათ. ამავე დროს, როგორც პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ ამ რამდენიმე დღის წინ მითხრა, შეუქმნიათ “რელიგიის” შესაბამისი სიტყვა, რომლის ერთი კომპონენტი არაბული “დინ”-აა, რომელიც აფსუურში ოსმალურიდან შევიდა.

ჰოდა, თუ ეს ხალხი ერთიანი საქართველოს არქიტექტურაში მონაწილეობდა და თან ლიდერებში, სიტყვები “კულტურა” და “რელიგია” მე-20 საუკუნეში როგორ შექმნეს?!

რიტორიკული კითხვაა!

ჩვენ ვიცხოვრებთ ერთად საერთო ქართულ სამშობლოში. ეს ჩვენი ბედისწერაა. უბრალოდ, მიხვდებიან, რომ მათი ეროვნული პერსპექტივა მხოლოდ ქართველებთან ერთადაა გარანტირებული.

ასე, რომ ჩვენ ეთნიკური კონფლიქტი არასდროს გვქონია

✅სოციალური ქსელი -კახა კვაშილავა© -ისტორიის დოქტორი,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.