Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • დიდი შაბათი – იესო ქრისტეს საფლავად დადების დღე და აღდგომის მოლოდინი
  • 🥚 რატომ ვღებავთ კვერცხებს მაინცდამაინც წითლად?
  • წითელი პარასკევი – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე
  • მაცხოვრის აღდგომის ტაძარი გაიხსნა
  • 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » დიდი შაბათი – იესო ქრისტეს საფლავად დადების დღე და აღდგომის მოლოდინი

დიდი შაბათი – იესო ქრისტეს საფლავად დადების დღე და აღდგომის მოლოდინი

11:29 - 11/04/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn
დიდი შაბათი, იესო ქრისტეს საფლავი და გარდამოხსნა ტაძარში

დიდი შაბათი ქრისტიანულ სამყაროში იესო ქრისტეს საფლავად დადების დღეა და აღდგომის წინა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.

ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.  ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.

ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.

წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.

„დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ლი­ტურ­გი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის მწვერ­ვა­ლია. ეს არაა იესო ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი­სა და და­საფ­ლა­ვე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა ან სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლუ­რი დად­გმა. ეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ღრმა სუ­ლი­ე­რი წვდო­მაა მა­ცხოვ­რის იმ ქმე­დე­ბის მა­რა­დი­ულ არსში, რომ­ლი­თაც მან კა­ცობ­რი­ო­ბა იხ­სნა.

ბა­სი­ლი დი­დის საღვთო ლი­ტურ­გია ანუ წირ­ვა ამ დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე გვი­ან იწყე­ბა და მწუხრს უერ­თდე­ბა. მღვდე­ლი სა­კურ­თხე­ველ­ში ტრა­პეზ­თან კი არ მსა­ხუ­რობს, არა­მედ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, გარ­და­მოხ­სნას­თან.

მცი­რე შე­სავ­ლი­სა და “ნა­თე­ლი მხი­ა­რუ­ლის” გა­ლო­ბის შემ­დეგ იკი­თხე­ბა 15 სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო სა­კი­თხა­ვი ძვე­ლი აღ­თქმი­დან. ყო­ველ მათ­გან­ში ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ვია ღვთის მიერ სამ­ყა­როს ხსნა, რაც აღ­თქმუ­ლი მე­სი­ის მოს­ვლით აღ­სრულ­და.

წირ­ვის დამ­თავ­რე­ბის შემ­დგომ აკურ­თხე­ბენ ღვი­ნო­სა და პურს მლოც­ველ­თა სა­ნუ­გე­შოდ და გან­სამ­ტკი­ცებ­ლად. ამას “მო­ცი­ქულ­თა საქ­მე­ე­ბის” კი­თხვა მოს­დევს, რაც შუ­ა­ღა­მი­ა­ნის ლოც­ვამ­დე გრძელ­დე­ბა.

ღა­მის თორ­მეტ სა­ა­თამ­დე აღეს­რუ­ლე­ბა შუ­ა­ღა­მი­ა­ნი, რომ­ლის დრო­საც იკი­თხე­ბა დიდი შა­ბა­თის კა­ნო­ნი, მის და­სას­რულს კი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ტაძ­რის შუ­ა­გუ­ლი­დან აღ­სავ­ლის კა­რით უხ­მოდ გა­და­ას­ვე­ნებს გარ­და­მოხ­სნას სა­კურ­თხე­ველ­ში, წმინ­და ტრა­პეზ­ზე, სა­დაც ის უფ­ლის ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე რჩე­ბა, ნიშ­ნად იმი­სა, რომ იესო ქრის­ტემ მკვდრე­თით აღ­დგო­მის შემ­დეგ ორ­მო­ცი დღე დაჰ­ყო ამ­ქვეყ­ნად.

ამის შემ­დეგ მორ­წმუ­ნე­ნი სა­სო­ე­ბით ელი­ან შუ­ა­ღა­მის დად­გო­მას, რო­დე­საც ჩვე­ნი უფ­ლის, იესო ქრის­ტეს, ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი იწყე­ბა. აღ­დგო­მის სი­ხა­რუ­ლი უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი­სა, რომ­ლის მსგავ­სიც დე­და­მი­წის ზურ­გზე არც არის და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ეს არის უსას­რუ­ლო სი­ხა­რუ­ლი მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სა და ნე­ტა­რე­ბი­სა“ – ვკითხულობთ საეკლესიო ლიტერატურაში.

ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდენ: ცხოვრებისმომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა.

კონდაკი: რომელმან დაჰხშნა უფსკრულნი მკვდრად იხილვების, მურითა და ალოითა შემურვილი, საფლავსა დაიდების წარგრაგნილი სუდარითა, ვითარცა მკვდარი, უკვდავების მომცემელი, და დედანი ნელსაცხებლისა მიმღებელნი საფლავსა მისსა ზედა გოდებით ღაღადებდეს: ესე დღე უფროსად კურთხეული შაბათისა წმიდა, რომელსა ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა რა ძილისაგან, აღდგომაი ნებავს საფლავისაგან მესამესა დღესა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

🥚 რატომ ვღებავთ კვერცხებს მაინცდამაინც წითლად?

03:33 - 10/04/2026

წითელი პარასკევი – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე

02:00 - 10/04/2026

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი გაიხსნა

20:30 - 09/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.