🔵”მე ზუსტად ვიცი, რაცაა ახალგაზრდული ბრძოლის ჟინი და შემართება… ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან, მას შემდეგ, რაც ცნობიერება ჩამომიყალიბდა, ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი, ყველაფრით რითაც შემეძლო.
🔵ამის გამო, ჩემს შესახებ, ბევრი უსამართლო ბრალდება მომისმენია, ბევრი დაცინვა ამიტანია, ბევრი მუქარაც, მაგრამ არასოდეს არავინ შემიძულებია… ისიც კი, ვინც პირადად მემუქრებოდა…
წლებია უკვე, რაც ამ მთავრობას ვაკრიტიკებ, ისევე, როგორც იმ ოპოზიციას, რომელიც ხალხში შიშის დასათესად სჭირდება მთავრობას. (კარგად მოიქეცით, თორე წავალთ და ისინი მოვლენო.)
🔵ვაკრიტიკებ ყველაფერს, რაც ჩემს რწმენასთან და იდეოლოგიასთან თანხვედრაში არ მოდის, რადგან მე არ ვემსახურები არცერთ კერპს, არც ცოცხლას და არც უსულოს.
ვაკირტიკებ, მაგრამ არა სიძულვილით, არამედ სიყვარულით და გულისტკივილით.
დღეს რომ მხარეებად ვართ დაყოფილები, ყველა მხარეს მყავს ერთი ისეთი ადამიანი, რომელიც მიყვარს, ვის აზრსაც პატივს ვცემ და ვის პატრიოტიზმშიც დარწმუნებული ვარ. ყველა მხარეს.
🔵მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობის დროს, პირადად შეგვეხნენ მე და ჩემს ოჯახს და გვემუქრებოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ხმამაღლა ვაფიქსირებდით ჩვენს განსხვავებულ აზრს და რომ არა რაღაც გარემოებები, მხოლოდ მუქარით არ შემოიფარგლებოდნენ… (როგორც იცქეოდნენ კიდეც, სხვა ოჯახებთან…) არც ის ხალხი მძულს და მით უმეტეს მათი მომხრეები…
პირიქით, მიყვარს კიდეც ზოგიერთი მათგანი.
🔵მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე (რამდენიმე აქციაში მონაწილეობის გამო) ეს მთავრობა – “ნაცს” მეძახდა… რომ საშინლად არ მომწონს მათი პოლიტიკა ბევრ საკითხში, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. (ისევე, როგორც არ მომწონდა წინა მთავრობის პოლიტიკა, როცა 2008 წლის ომის შემდეგ, ისევ დაიწყეს რუსი ტურისტების მოზიდვაზე საუბარი…) არც ესენი მძულს და მით უმეტეს მათი მომხრეები… პირიქით, მიყვარს კიდეც ზოგიერთი მათგანი.
რადგან სიძულვილი სიძულვილს შობს და ვერანაირ თავისუფალ სახელმწიფოს ვერ ააშენებ, როდესაც თავს ესხმი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. აბულინგებ, ლანძღავ, ფსიქოლოგიურად ძალადობ და ა.შ. (მე არ ვსაუბრობ, განსხვავებულ იდეოლოგიასთან ბრძოლაზე, კონკრეტულ ადამიანებზე ვსაუბრობ და მათთან ანგარიშსწორებაზე)
სიძულვილით აშენებულ ქვეყანას, მტერი ერთ დღეში დედას უტირებს.
🔵იმ დროს, როცა ჩვენს, თითქმის, ყველა მეზობელ სახელმწიფოს ჩვენი მიწების, რაღაც ნაწილი აქვს მიტაცებული და მთავარ მტერთან (რუსეთთან!), ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან დღესაც გვივიწროვებს საზღვრებს, იტაცებს და ხოცავს ჩვენს მოქალაქეებს…
როცა ერთმუშტად უნდა ვიყოთ შეკრულები – ერთმანეთს ვთელავთ, განსხვავებული აზრის გამო.
ახალგაზრდებს ნარკომანებს და “პიდარასტებს” ვეძახით…
🔵უფროს თაობას მოღალატეებს და მონებს. (პირადად ვიცნობ, იმ ადამიანების, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ბოლო დროინდელ ყველა ომში იბრძდონენ, მათ შორის, 2008 წლის ომშიც, მაშინ, როდესაც ზოგიერთი ჩვენგანი ქვიშაში თამაშობდა… ზოგი კი, ქვეყნიდან გარბოდა).
არ შეიძლება ასე ხელაღებით ყველას ლანძღვა და ერთ ქვაბში მოხარშვა.
ეს ყველაფერია, გარდა ქართული საქმისა.
🔵ბოლშევიკები სხვას რას აკეთებდნენ?
🔵ყველას მოღალატედ და ხალხის მტრად რაცხავდნენ, ვინც მათ აზრს არ იზიარებდა, ვინც მათ მხარეს არ იდგა და იცით, რაც მოჰყვა ამას, როცა მათ ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. (ვგრძნობ, ამ სიტყვებს ყველა თავისებურად გაიაზრებს, განსაკუთრებით, ინტრიგნობისთვის დაბადებულები, ამიტომ აქვე განვმარტავ, ამ სიტყვებში ვგულისხმობ იმ ხალხს (მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, სქესისა, სარწმუნოებისა და ა.შ.), ვინც ბოლშევიკებივით იქცევა… ვინც ასე არ იქცევა, ბუნებრივია, მათ – არა.)
ვიღაც იტყვის, აბა, როგორ მოვიქცეთ თუ არაფერი ვთქვით და არაფერი მოვიმოქმედეთო.
🔵თქმითაც უნდა თქვა და უნდა იმოქმედო კიდეც, მაგრამ სიყვარულით უნდა იყო სავსე, შენი ქვეყნის სიყვარულით. შენი ქვეყანა კიდე მხოლოდ შენს აზრზე მყოფი ადამიანებისგან არ შედგება. საქართველოს თითოეული მოქალაქე შეადგენს შენს ერსა და ქვეყანას. ამას, რომ გაიაზრებ და გაითავისებ, მერე იპოვნი სწორ სიტყვებსაც და მოქმედებებსაც.
🔵მერე მთელს შენ ენერგიას ნამდვილი მტრებისკენ მიმართავ და არა იმათკენ, ვინც მტერს უნდა, რომ ‘მტრად’ მოგაჩვენოს.
არასდროს არაფერი დამიწერია, ვინმეს საამებლად და მით უმეტეს პოპულარობისთვის, არც ხალხის სიმარვლის შევუშინებივარ როდისმე… ყველგან და ყოველთვის იმას ვწერდი, რასაც ვფიქრობდი და რასაც სწორად მივიჩნევდი.
🔵სულ ორმა დაპირისპირებულმა ადამიანმაც რომ გაიაზროს ეს ნაწერი და სხვა თვალით შეხედოს ერთმანეთს – მიზანს მიღწეულად ჩავთვლი.
და თუ ვინმე იმის გამო მოინდომებს ჩემს გადათელვას, რომ ქართველის სიძულვილი არ შემიძლია, მისი ნებაა, თუმცა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან ისიც ასე გადაითელება, როცა უმცირესობაში აღმოჩნდება.
🔵ბოლოს კი, ვინც უანგაროდ იბრძვის სამშობლოსთვის, ვის გულშიც თავგანწირვის წმინდა ცეცხლი ანთია, ვინც საკუთარ თავზე წინ – ქვეყანა დააყენა… ვისაც სწამს, რომ “ქართველი ერის გზა, ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა”, იცოდეთ, რომ მე თქვენს მხარეს ვარ.
ხოლო, ვინც ანგარებით იბრძვის, ვის გულშიც ეგოიზმის ბილწი ცეცხლი ანთია, ვინც საკუთარ კეთილდღეობას ქვეყანაზე წინ აყენებს… იცოდეთ, რომ საბოლოო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის და მის წინაშე აგებთ პასუხს ყველაფრისათვის.
პ.ს.
🔵ყველა მხარეს ზუსტად ერთნაირად ეხება ეს სიტყვები, მიუხედავად იმისა, ვინ რამდენად ნიჭიერი ხართ წაკითხულიდან სწორი აზრის გამოტანაში.
რაც დავწერე, დავწერე.
✅სოციალური ქსელი-თორრნიკე ნაროზაული©️