Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
  • “ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?
  • ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი -ირანის ელჩი საქართველოში
  • ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს – მარკო რუბიო
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » გულს მტკენს, თუ როგორ ექცევიან მიხეილ სააკაშვილს ციხეში – ჯორჯ ბუში

გულს მტკენს, თუ როგორ ექცევიან მიხეილ სააკაშვილს ციხეში – ჯორჯ ბუში

16:49 - 04/09/2023
Facebook Telegram Twitter LinkedIn

უკრაინის გამარჯვებამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას შესაძლებლობას, რომელიც დაასრულებს რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილშია ნათქვამი, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე – „პუტინიზმის დამარცხება“ წაიკითხეს.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი შეკრებაა და ვამაყობ, რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ არის ამ ღონისძიების პარტნიორი. ლორა და მე მივესალმებით ქართველ ხალხს, ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრეებს. მაშინ, როდესაც თქვენ ხვდებით თბილისში, მსოფლიოს ყურადღება კვლავ მიჯაჭვულია უკრაინაზე. ამ ომის შედეგს აქვს განუსაზღვრელი მნიშვნელობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოსთვის. უკრაინის გამარჯვება აჩვენებს, რომ დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ უპირატესობის მოპოვება. უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს იმ ხალხის ძალას, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ იცხოვროს თავისუფლებაში, უკრაინის გამარჯვებამ, შესაძლოა, ასევე გზა გაუხსნას შესაძლებლობას, რომელიც დაასრულებს რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ“, – აღნიშნულია ჯორჯ ბუშის წერილში.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი რჩება ურყევი თავის მხარდაჭერაში, რომ საქართველო გახდეს ტრანსატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

„სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში. როგორც გასულ წელსაც აღვნიშნე, საქართველო ჩემს გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თქვენ გყავთ ერთგული მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში. წუხილი არსებობს თქვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ და ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ. დროა, რომ ყველა ერთად დავდგეთ. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია, რათა თავიდან დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ და დავამარცხოთ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ იდეალებს. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი თავისუფალი მებრძოლები მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში.

თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება“ მიმდინარეობს. კონფერენციას მასპინძლობენ მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. მასში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობენ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა

14:09 - 27/03/2026

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო

15:41 - 25/03/2026

“ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?

00:54 - 22/03/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.