ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაცია პროკურატურაში ადასტურებენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს:
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით – ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაცია;
260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.
ბრალდება სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია.

