Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » დღეს წმინდა ლუკა მახარებლის ხსენების დღეა

დღეს წმინდა ლუკა მახარებლის ხსენების დღეა

09:05 - 31/10/20236 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

31 ოქტომბერი – ხსენება წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა ლუკასი.

ბანერი პოზიცია-5

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო მსახურება აღესრულება.

წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ შეიტყო, ლუკა მოციქული პალესტინაში ჩავიდა და უფლის მოწაფე გახდა. ღვთის სიტყვა მან სხვადასხვა მხარეში იქადაგა.

70 მოციქულთა შორის, რომელიც თვით მაცხოვარმა გაგზავნა ცათა სასუფევლის ქადაგებისათვის ჯერ კიდევ თავის ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ლუკა მახარებელიც იყო.  თავის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკასა და კლეოპას გამოეცხადა.

მოციქული ლუკა მონაწილეობას იღებდა წმიდა პავლე მოციქულის მეორე მისიონერულ მოგზაურობაში და მას შემდეგ ისინი განუყრელად ერთად იყვნენ. როცა წმიდა პავლე მისმა ყველა თანამოღვაწემ მიატოვა, მოციქული ლუკა არ მოსცილებია მას და წმიდა პავლეს ყველა გაჭირვებას იზიარებდა. უმთავრეს მოციქულთა მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, წმიდა ლუკამ დატოვა რომი და სახარების ქადაგებით განვლო აქაია და ლიბია, ეგვიპტე და ფიბეიდა.  მოწამეობრივი ღვაწლით კი ქალაქ თებეში აღესრულა.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა მოციქულს ეკუთვნის   ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი ხატების შექმნა. “მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!” – უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას.

აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელს უკავშირებენ.  წმიდა მოციქულს ეკუთვნის ასევე თავთა მოციქულთა – პეტრეს და პავლეს ხატებიც.

 

მასვე ეკუთვნის „საქმე მოციქულთაც“, რომელიც ოთხთავის გაგრძელებაა  მაცხოვრის ამაღლების შემდეგ.

თავისი სახარება წმიდა ლუკა მახარებელმა დაწერა 62-63 წლებში, რომში, თვით პავლე მოციქულის შეწევნითა და ხელმძღვანელობით. წმიდა ლუკამ ამ სახარების პირველივე მუხლებში ნათლად გამოხატა თავისი შრომის მიზანი: რაც შეიძლება სრულად და ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აღეწერა ყოველივე, რაც კი ცნობილი იყო ქრისტიანებისათვის იესო ქრისტესა და მისი მოძღვრების შესახებ, და ამით მტკიცე ისტორიული დასაბუთება მიენიჭებინა ქრისტიანული სასოებისათვის.

 

ლუკა მახარებელს ეკუთვნის “საქმე მოციქულთა”. იგი ოთხთავის გაგრძელებაა და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. როგორც უდიდეს საეკლესიო მოვლენას, თხრობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოციქულთა კრებას (51 წ. ქრისტეს შემდეგ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქნა (საქმე. 15, 6-29).

ტროპარი:

მოციქულო წმიდაო მახარებელო ლუკა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი:

ჭეშმარიტსა ქადაგსა კეთილ-მსახურებისასა, და გამოუთქმელთა საიდუმლოთა რიტორსა, ვარსკვლავსა ეკლესიისასა, საღმრთოსა ლუკას შევასხმიდეთ, რამეთუ სიტყვამან გამოაჩინა იგი პავლეს თანა ბრძნისა წარმართთა მოძღურად, მხოლომან, რომელმან უწყნის გულთა შინანი.

ყველა მართლმადიდებელს და ყველა ლუკას ვულოცავთ წმ. ხსენების დღეს! შეგეწიოთ,გწყალობდეთ და გფარავდეთ წმ.მოციქულის ლოცვის ძალა და მადლი!

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.