Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა

18:10 - 24/09/202310 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, ერთი წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა.

ბანერი პოზიცია-5

გერმანიის მოქალაქე, 36 წლის პიტერ გოცინგერი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ერთი წლის ჭრილში  მემილიონე მგზავრი გახდა.

პიტერი ე.წ. სთრით ფუდის ბლოგერია,  საქართველოში პირველად ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად და დაახლოებით 1 თვით დარჩენას გეგმავს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავიაკომპანია WizzAir-ის რეგულარულმა რეისმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან ქუთაისში მემილიონე მგზავრი ჩამოიყვანა. მას აეროპორტში დახვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიხარულო იყო, როდესაც ჩვენი აეროპორტის მემილიონე მგზავრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოგზაურობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბევრი სტატია წაიკითხა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ცნობადობა გერმანიის ტურისტულ ბაზარზე იზრდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას მიმართავს,რათა საქართველოს სიდიდით რიგით მეორე აეროპორტი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აეროპორტში დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც ქუთაისში აშენდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომლის სიგრძე – 3,5 კმ, ქუთაისის აეროპორტს მისცემს შესაძლებლობას, ყველა ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახუროს და გაზარდოს მგზავრთა გამტარუნარიანობა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ განვითარების გეგმაზე.

„ჩვენ ასევე ვახორციელებთ სატერმინალო სამუშაოებს, რათა გავაუმჯობესოთ მომსახურება როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქუთაისის აეროპორტით სარგებლობენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ავიამიმოსვლა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებთან. როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ისტორიული რეისის თითოეულმა მგზავრმა ტერმინალში შემოსვლისას სპეციალური კონტენტით შექმნილი ეკრანების გვირაბი გაიარა, სადაც მათ მოისმინეს ინფორმაცია როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის ისტორიული რეისის მნიშვნელობის, ასევე საქართველოს, იმერეთის რეგიონის სტუმარმასპინძლობის შესახებ.

„ღონისძიების მთავარი ნაწილი ბარგის გაცემის სივრცეში გაიმართა, სადაც მემილიონე მგზავრი გამოვლინდა: საბარგო ლენტზე სპეციალურად, მემილიონე მგზავრისთვის – გერმანელი პიტერ გოეთზინგერისთვის დაბრენდილი ჩემოდანი გამოჩნდა, რომელშიც აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა საჩუქარი იდო. მათ შორის, სამოგზაურო ვაუჩერი ღია თარიღით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობისთვის, ასევე, სხვადასხვა ქართული წარმოების პროდუქტი და ავიაკომპანია Wizz Air-ის ვაუჩერი, ასევე, ნებისმიერი მიმართულებით“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.