Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ადგილობრივი მოსახლეობა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

ადგილობრივი მოსახლეობა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

14:22 - 20/10/20233 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსგან კანიონზე მიმდინარე სამუშაოებზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს და გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადება.

ბანერი პოზიცია-5

სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ გასულ წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანიას – „კანიონი 350“ – 40 წლით იჯარით გადასცა. სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ კანიონის ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს „ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას.“

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებული არ ყოფილან და კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადგილობრივები საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ და საპროტესტო აქციებიც გამართეს.

პარალელურად, 2023 წლის 22 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივების სახელით სასამართლოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების სახით კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. სასამართლომ დროებითი ზომის მიღებაზე უსაფუძვლოდ თქვა უარი და მიუთითა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოსთვის მიმართვამდე თითქმის 1 წელი მოქმედებდა და ამიტომ მისი შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა. თავის მსჯელობაში სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანიონის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა გვიან შეიტყვეს და არც ის, რომ აქტიური სამუშაოები კომპანიამ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო.

კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, კომპანია სამუშაოებს დაუდევრად აწარმოებს, ჩეხავს ხე-მცენარეებს, აზიანებს ბუნებრივ გარემოს. ადგილობრივების მოთხოვნით, კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმაც შეამოწმა და ჩვენი ინფორმაციით, გარკვეული დარღვევებიც დაადგინა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დეპარტამენტიდან ინსპექტირების მასალები გამოითხოვა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს კომპანიის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმაც დაადგინა, კერძოდ, კომპანია სამუშაოების ნაწილს მისთვის იჯარით გადაცემული ტერიტორიის გარეთ აწარმოებს; სახელმწიფო საკუთრების მიწაზე განთავსებულია რკინის ჯიხური და გავლებულია ღობე.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ 5 ოქტომბრის შეხვედრაზე, ადგილობრივები სამინისტროსგან სწორედ სამუშაოების შეჩერებას ითხოვდნენ – საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე. მიუხედავად მინისტრის მოადგილის დაპირებისა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, იგი სამუშაოების შეჩერებას უზრუნველყოფდა, ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა კიდევ უფრო დიდი ეკოლოგიური ზიანის თავიდან ასარიდებლად, გააძლიერონ ზედამხედველობა მიმდინარე სამუშაოებზე და შეაფასონ კანიონზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა. ამასთან, რამდენადაც კანიონის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება კანონდარღვევით იქნა მიღებული, აუცილებელია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოები შეაჩეროს – ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევამდე და საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.