Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ბალდის კანიონზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია “კანიონი 350” ერთ თვეში, 6-ჯერ დაჯარიმდა

ბალდის კანიონზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია “კანიონი 350” ერთ თვეში, 6-ჯერ დაჯარიმდა

13:02 - 28/11/202322 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

“კანიონი 350” ბოლო ერთ თვეში, 6-ჯერ დაჯარიმდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ – ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფი “ბალდის კანიონის გადარჩენისთვის” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბანერი პოზიცია-5

“ჯორჯიან პრესი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ინვესტორი კომპანიის მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები, სამუშაოების დაწყებიდან მოყოლებული დღემდე: კლდეების ჩამოჭრა, მდინარის დაბინძურება, ხეების მოჭრა, უკანონო მშენებლობა, ტერიტორიის შემოღობვა, წიაღისეულის უნებართვო მოპოვება, გამოყენება და სხვა, ჩვენს მიერ დაფიქსირებულია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოძახებით, რის შედეგადაც მათ უწევდათ „კანიონი 350“-ის აშკარა კანონდარღვევაზე რეაგირება და შესაბამისი ოქმების შედგენა.

20 ოქტომბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ ოქმები და საქმისწარმოების მასალები სრულად, რაზეც პასუხი რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, თანაც წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ ბოლო ერთი თვის მონაცემებს და კანონდარღვევების არასრულ ჩამონათვალს.

დეპარტამენტის მიერ, მათი ოფიციალური პასუხის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში, „კანიონი 350“-ის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის და ჩადენილი უკანონობის დაფიქსირება 6-ჯერ მოხდა და დაკისრებული ჯარიმის სავარაუდო ოდენობამ 3000 ლარი შეადგინა, რაც მცირე ნაწილია იმ უკანონობისა, რასაც ინვესტორი კომპანია ადგილობრივი ხელისუფლების და პოლიციის ხელშეწყობით ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ახორციელებს:

• კომპანიამ ოთხჯერ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც საქართველოს ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებურ დაკავებას გულისხმობს და თითოეულ შემთხვევაზე 200 ლარის ოდენობის თანხის გადახდას ითვალისწინებს.

• მათ მიერ მოხდა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რაც იწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.

• კომპანიის მხრიდან წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევით განხორციელებული სამუშაოები იწვევს დაჯარიმებას 400-დან 700 ლარამდე.
მოვითხოვთ, შესაბამისი უწყებების მხრიდან, კანონის სრული დაცვით მოხდეს ყველა კანონდარღვევაზე რეაგირება და გამოთხოვილი ინფორმაცია გადმოგვეცეს სრულად.
◘ მდინარე ეკუთვნის ხალხს!

◘ ოდაბადე არ იყიდება!” – ნათქვამია “ბალდის კანიონის გადარჩენისთვის” ჯგუფის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.