Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე
  • არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე
  • BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე
  • დღეს მთავარანგელოზობაა
  • საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა სამაშველო ღონისძიებების დროს საკუთარი სიცოცხლე გარისკეს”-გომელაური

“გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა სამაშველო ღონისძიებების დროს საკუთარი სიცოცხლე გარისკეს”-გომელაური

13:09 - 22/09/20235 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

“სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც სამაშველო ღონისძიებების დროს პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ინტერპელაციის წესით პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

მინისტრმა განმარტა, შოვის სტიქიისას რატომ არ იყო მიზანშეწონილი ვერტმფრენების მიერ ღამით ფრენის განხორციელება.

მისი თქმით, რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა, საფრთხე დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული პირების სიცოცხლეს.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რატომ არ მოხდა იმავე ღამეს სტიქიას გადარჩენილი პირების ხეობიდან გამოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ვერტმფრენები აღჭურვილია ღამის ხედვის საშუალებებით, კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მით უმეტეს, როდესაც სტიქიას გადარჩენილი ადამიანები საპოლიციო ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილას, მიზანშეწონილი არ იყო ღამით ფრენის განხორციელება, რადგან შესაძლოა, საფრთხე დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული პირების სიცოცხლეს, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება დაკარგულ პირთა სიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები უწყვეტ რეჟიმში ზუსტდებოდა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მეხანძრე-მაშველების მიერ შესაბამისი სპეცტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები.

„სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც სამაშველო ღონისძიებების დროს პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე. როგორც ყველასთვის ცნობილია, შექმნილი იყო ადგილობრივი საგანგებო შტაბი და მოქმედებდა დამატებით ცხელი ხაზი დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. დაკარგულ პირთა შესახებ შეტყობინებები შედიოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, ასევე სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე. საერთო ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი. შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების იდენტიფიცირება როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები უწყვეტ რეჟიმში ზუსტდებოდა. ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით. 4 აგვისტოს, დაახლოებით დილის 06:00 საათიდან, სამაშველო ოპერაციაში კვლავ ჩაერთო ავიაცია, კერძოდ, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენის საშუალებით მოხდა გეოლოგთა მონიტორინგის ჯგუფის მიერ ტერიტორიის დათვალიერება. ასევე, განხორციელდა ცხრა სამაშველო ფრენა, რა დროსაც სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ 140 ადამიანი, რომლებმაც მთელი ღამე პოლიციელებთან, მაშველებსა და მესაზღვრეებთან ერთად გაატარეს.

ონის მუნიციპალიტეტში, სამაშველო ღონისძიების გარდა, სახელმწიფო უწყებებისა და სპეციალისტების ჩართულობით მოხდა ყველა შესაბამისი სამუშაოს დაგეგმვა და წარმოება. მძიმე ტექნიკის დახმარებით სტიქიის ზონასთან ალტერნატიული გზები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ხიდების, გზებისა და მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწარმოებდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ თავდაცვის ძალები ცოცხალი ძალისა და სპეცსაშუალებების დახმარებით. შოვში, სტიქიის ზონაში ეტაპობრივად გაფართოვდა სამძებრო სამუშაოების არეალი, რის შედეგადაც შოვიდან დაახლოებით 50-60 კმ-ის მოშორებითაც აღმოჩენილი იქნა ცხედრები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე

13:43 - 02/12/2025

არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე

13:10 - 02/12/2025

BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე

12:53 - 02/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,014 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,179 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023819 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე

ეუთოს გენერალური მდივანი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს, როდესაც ევროპის დროშები ფრიალებს თბილისში, ქართველები ჯერ კიდევ ელოდებიან მწვავე ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან -სალომე ზურაბიშვილი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.