Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ვინ ეპატრონება ბალდის კანიონს 40 წლით?

ვინ ეპატრონება ბალდის კანიონს 40 წლით?

07:09 - 29/09/202354 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn
📌“როცა ვამბობ “იმათ”, არ ვგულისხმობ კონკრეტულ პიროვნებებს” – არ ვგულისხმობ კონკრეტულ პიროვნებებს კი არა, ყველა მათგანი იგულისხმება: უმაღლესი ხელისუფლიდან დაწყებული ადგილობრივი ხელისუფლებით დამთავრებული.
📌ზაზა გაგუა, ვინაა ასეთი, რომ მის ნებაზე იყოს დამოკიდებული ბალდაში ამ გაუგებარი მშენებლობის შეჩერება ან გაგრძელება..
📌საინტერესოა, ვინმემ გამოიკვლია- რა საფრთხეების შემცვლელი შეიძლება იყოს, ბალდის კანიონის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიაზე, იმის აშენება, რაც პროექტით არის გათვალისწინებული და ვინმეს გონია, რომ ადგილობრივები, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აპროტესტებენ?
📌და რა არის ტურისტული ინფრასტრუქტურა, თქვენთვის სოფელი გზის, გაზის გარეშე? (ძალიან ფუფუნებები არ ჩამოვთვალე..) თუ პირველი ბალდა არ ითვლება?
📌ან ასე რატომ გადავირიეთ, რომ მხოლოდ ვიზიტორების მოზიდვაზე და ერთეულთა გამდიდრებაზე ვფიქრობთ და რა შედეგები შეიძლება დადგეს არ გვაინტერესებდეს?
📌არც რაჭის ტრაგედია გვასწავლის არაფერს?
📌 აბაშის ხეობაშიც არიც მეწყრული ზონა, ვისაც უფრო მეტად ადგილობრივებად თვლით ისინი განახებენ უფრო კარგად..
📌ეს პროექტის მცირე აღწერაა -“ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწყოთ, რომელიც 390-400 მეტრის ბილიკს, საფეხმავლო ბილიკს, დაკიდულ ბილიკს, გასართობ დიდ ატრაქციას მოიცავს. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ზიპლაინი გვაქვს აშენებული და აქ რაიმე ახლის შემოტანა გადავწყვიტეთ და ეს ე.წ. როლერია, იგივე ზიპლაინი, თუმცა არა სწორხაზოვანი, არამედ კანიონის რელიეფს იმეორებს. ასევე მოწყობა ცივილური საბანაო. კანიონის დათვალიერება ამჟამად მხოლოდ ხიდიდან ხდება და მცირე არეალით, პროექტის განხორციელების შემდეგ კი მთლიანად კანიონის დათვალიერება იქნება შესაძლებელი“-ასე აღწერს პროექტს, გიორგი მერკვილაძე.
📌რა კარგად ჟღერს ვიზიტორისთვის,” როლერი, იგივე ზიპლაინი, “არა სწორხაზოვანი, არამედ კანიონის რელიეფს იმეორებს”- ამისთვის აბეტონებენ იქაურობას?
📌აქ მთავარი მოტივია, ვიღაც ფულიანი გამოჩნდა, შესაძლოა, მაღალ ეშელონებში მაგარი მფარველით და ხალხი ვის აინტერესებს?! ( არ ვამტკიცებ, ვისაც ეხება იმათგან ვითხოვ რეალურად რაც ხდება იმაში გარკვევას..)
📌თუმცა სოფელ ბალდაში,როდის ვიყავით ხელისუფლების ყურადღებით განებივრებულნი?
📌მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, აატალახებენ სოფლის ორღობეებს, დააფრქვევენ გაზეპირებულ ცრუ დაპირებებს და ასე ცხოვრობს სოფელი (და არა მხოლოდ სოფელი) არჩევნებიდან არჩევნებამდე..
📌ვინ ეპატრონება ბალდის კანიონს 40 წლით?
📌მარტვილის რაიონში სოფელ ბალდაში, კანიონის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიის ნაწილი 2022 წლის ბოლოს, აუქციონის წესით, 40-წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კომპანია „კანიონ 350“-ს გადაეცა.
📌საჯარო ამონაწერის მიხედვით, “კანიონ 350” 2022 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. მმართველი პარტნიორები ანი გიუნაშვილი (40%), მამუკა მერკვილაძე (35%), ქეთევან მოწონელიძე (5%), ლევან ციცქიშვილი (5%) და გიორგი მერკვილაძე (15%) კომპანიის დირექტორი.
📌“კანიონი 350“ ბალდის კანიონის მოწყობისთვის 3 მლნ-ზე მეტს დახარჯავს – რა მოეწყობა, როდისთვის და ვისთვის?
📌“ჩვენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც პროექტი იყო წარმოდგენილი. როგორც ვიცი, პირველ ჯერზე აუქციონი ჩავარდა, ხოლო მეორე აუქციონზე ბევრი კომპანია მონაწილეობდა და ჩვენ გავიმარჯვეთ. აუქციონის პირობების მიხედვით, ტურისტული ლოკაციის მოწყობის შემდეგ მიღებული შემოსვლის 6% სახელმწიფო ბიუჯეტში შევა და ამასთან კომპანია ყოველწლიურად მიწის გადასახადს გადაიხდის.
📌პირობების მიხედვით, ტერიტორიის ნაწილი 40-წლიანი იჯარით გადმოგვეცა, თუმცა 20 წელიწადში ეს ვადა გადაიხედება. შეთანხმების პირობებითვე, ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწყოთ, რომელიც 390-400 მეტრის ბილიკს, საფეხმავლო ბილიკს, დაკიდულ ბილიკს, გასართობ დიდ ატრაქციას მოიცავს. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ზიპლაინი გვაქვს აშენებული და აქ რაიმე ახლის შემოტანა გადავწყვიტეთ და ეს ე.წ. როლერია, იგივე ზიპლაინი, თუმცა არა სწორხაზოვანი, არამედ კანიონის რელიეფს იმეორებს. ასევე მოწყობა ცივილური საბანაო. კანიონის დათვალიერება ამჟამად მხოლოდ ხიდიდან ხდება და მცირე არეალით, პროექტის განხორციელების შემდეგ კი მთლიანად კანიონის დათვალიერება იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს BM-სთან გიორგი მერკვილაძე.
📌პროექტში ვალდებულების მიხედვით 2.8 მლნ ლარი უნდა ჩაიდოს, თუმცა ინვესტიცია 3 მლნ ლარს გადააჭარბებს. ამასთან, შესრულების ვადად 3 წელია გათვლით, თუმცა „კანიონი 350“-ში ტურისტული ლოკაციის სამუშაოების დასრულებას 2024 წლის აპრილისთვის გეგმავენ, გახსნას კი მაისში იმედოვნებენ.
📌გიორგი მერკვილაძის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აპრილში დაიწყო და ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 20 ადგილობრივია. პროექტის დასრულების შემდეგ, ატრაქცია 20 ადგილობრივს დაასაქმებს, რომელიც კომპანია უკვე შერჩეული ჰყავს.
📌ღმერთმანი! ყველაფერი გათვლილი ჰქონია მერკვილაძეს, როგორც ამბობს 25 ადგილობრივი დაასაქმა უკვე. პროექტის დასრულების შემდეგ 20 დასასაქმებელიც შეურჩევია.
📌და ხალხის პროტესტი რა გამოიწვია?
კომპანიის დირექტორი თავად ამბობს, რომ სოფელ ბალდის და მისი მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს შეჰპირდა, რომ კანიონზე, საბანაო ადგილას მოხვედრა იქაურებს არ შეეზღუდებათ.
📌„ჩვენამდე ადგილობრივებთან კომუნიკაცია ჰქონდა მუნიციპალიტეტის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს. ამ პროექტის შესახებ თითქმის ყველამ იცოდა და პირადადაც ვხვდებოდი ადგილობრივებს.
📌 მათ გაუხარდათ, რომ რაიონში მიზიდულობის ადგილი გაჩნდებოდა და მცირე სასტუმროების და კვების ობიექტების მოწყობა დაიწყეს.
📌აქამდე თუ კანიონზე სეზონზე 10-15 ათასი ვიზიტორი მოდიოდა, ახლა ჩვენი გათვლებით 50-60 ათას ადამიანამდე უნდა მოვიდეს. მომავალ წელს, თუ რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი დამატებით გზის გაფართოების პროექტს განახორციელებს, ბალდის კანიონზე 100 000 ადამიანიც მოვა.
ადგილობრივებთან ჩემი პირველი შეხვედრისას, ვუთხარი, რომ ადგილობრივებისთვის კანიონზე შესვლა და ბანაობა ფასიანი არ იქნება, თუმცა ჩვენ წესრიგს უზრუნველვყოფთ და ადგილზე იქნებიან სამაშველო ჯგუფები… უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ბანაობასაც თავისი წესები ექნება – კლდიდან ხტუნვა და ქეიფი დაუშვებელი იქნება. ასევე როლერის მოხმარებაც ადგილობრივებისთვის უფასო იქნება“, – განმარტავს „კანიონი 350“-ის დირექტორი.
📌ახლა ვნახოთ რას უყვება რადიო “თავისუფლებას” მერიის წარმომადგენელი გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში რამაზ ხურცილავა.
📌“მე თვითონ ვიყავი ჩართული [მოსახლეობის ინფორმირებაში]. არავინ იყო წინააღმდეგი. პირიქით, მაგარი კმაყოფილი იყვნენ და ახლა რა მოხდა, არ ვიცი“.
📌და რა გამოდის ხალხი ინფორმირებულია, მაგრამ ხალხმა ვერ გაიგო… როგორც ყოველთვის ხალხია დამნაშავე..
📌უფრო საოცრებაა, რასაც “კანიონ 350”-ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე ამბობს, თურმე ბებია-ბაბუას შვილიშვილებს ჰქონიათ კითხვები და მისი განმარტებით, ისინი ადგილობრივებად არ ითვლებიან. არგუმენტია ქვას გახეთქვას…
📌კანიონ 350”-ის დირექტორი გიორგი მერკვილაძე ამბობს: “კითხვები ჰქონდათ მათ, ვინც აქ ზაფხულში ჩამოდის ბებია-ბაბუასთან. ესენი ადგილობრივებად არ ითვლებიან”.
📌და არაადგილობრივებად ითვლებით, თქვენ Bacho Tvaradze Mate Makashvili Shota Tvaradze Tsotne Tvaradze ვინც ყველას გააგებინეთ რაც ბალდის კანიონის ირგვლივ ხდება.. 🙂
📌მეც მაინტერესებს ვითვლები თუ არა ადგილობრივად?! – ბჟალავა ვარ! იქ, დავიბადე, გავიზარდე, 19 წლიდან ვცხოვრობ თბილისში, მამა და ძმა იქ მყავს, დედის საფლავიც იქ მაქვს.. და მაინც “კანიონ 350”-ის დირექტორს და მის მეწილეებს უნდა ვკითხო ვარ თუ არა ადგილობრივი?
📌სადაც არ ვიცხოვრო, ყოველთვის ადგილობრივი ვიქნები!
📌აუცილებლად შევეცდები გავარკვიო სად მთავრდება თქვენი უფლება და იწყება ხალხის..
📌და ეს სულაც არ არის მთავარი კითხვა, ვინ არის ადგილობრივი და ვის უნდა ჰქონდეს კანიონით, უფასოდ სარგებლობის უფლება.
📌მთავარია, რამდენად საფუძვლიანად შეისწავლეს,ადგილობრივი არც თუ მარტივი გარემო. ან მართლაც თუ იციან რას აკეთებენ, მერე ღვარცოფმა და ნიაღვარმა, ერთად არ წაგვლეკოს ადგილობრივი თუ ვიზიტორი.
📌არ დაიჯეროთ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ან სოფლის გამგეობა, რეალურად რაიმე საქმის კურსში იყოს. ან გაიგეს რის მშენებლობაზე გასცეს ნებართვა..
📌დაცული ტერიტორიების სააგენტოს რამე კვლევა თუ აქვს ჩატარებული არ დაგვიმალოს გაასაჯაროოს.
📌ყველაზე მთავარი რაც არის ვისაც გეხებათ გაგვარკვიეთ რა ხდება?
📌გარგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდაცდაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)
📌გარემოს ეროვნული სააგენტო📌საქსაქართველოს მთავრობა 📌 საქართველოს მთავრობის კანცელარია
📌მთავრობის ადმინისტრაცია Administration of Georgian Government
📌მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall Of Martvili Municipality
📌Tornike Janashia
📌 Zaza Gagua
📌სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია
📌სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.