Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და ეს არ არის სიახლე -ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და ეს არ არის სიახლე -ირაკლი ღარიბაშვილი

12:58 - 28/09/20230 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn
გასაგებია თქვენი ინტერესი, ამაში მე რაიმე უჩვეულოს ვერ ვხედავ. ბუნებრივია, მე პრემიერ-მინისტრი ვარ და ჩემს ირგვლივ თუ რაიმე ხდება საინტერესოა თქვენთვის და თქვენ ყოველთვის ეძებთ რაღაცას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა პრემიერის აშშ-ში ვიზიტს და ასევე,  საიდან იქნა მოძიებული ის თანხა, რომლის მეშვეობითაც პრემიერის შვილი გაემგზავრა აშშ-ში.
პრემიერის თქით, მას  არასოდეს უსარგებლია ბიუჯეტით.
„თქვენ თუ მოისმინეთ შესაბამისი უწყებების განცხადებები, იგივე ბატონი ანზორ ჩუბინიძე გამოვიდა, მან დაადასტურა. მე მანამდე არ მქონია საუბარი და არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე ღიად მესაუბრა, უბრალოდ ეს იმდენად პრივატული საკითხია და პირადი საკითხია, მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის, იქნება ეს მგზავრობა თუ სხვა, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან, არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. ახლა შეგახსენებთ მთავარს, მე შეგნებულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომემიჩა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელწერის, რომ ჩვენ არასოდეს ბიუჯეტს არ ვიყენებთ, როგორც პირადი ოჯახის ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის წინ გამეფებული აქ, როცა საკუთარი პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა.
მე მყავს მადლობა ღმერთს შეძლებული ოჯახი, მე  არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც, მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და ეს არ არის სიახლე, ამ თემაზე მეუხერხულება საუბარი, მაგრამ ვინაიდან მისვამთ კითხვას გპასუხობთ. თქვენ თუ ობიექტურები ბრძანდებით, უნდა გაგერკვიათ საიდან გადაიხადეს, ამ ოჯახმა საიდან გადაიხადა. ჩემს ოჯახს აქვს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლებიც, ფინანსური სახსრებიც, ყველაფერი არის გამჭვირვალე აბსოლუტურად, თუ რაიმე კითხვები გაქვთ მე ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციას დაელოდეთ მომავალ დეკლარაციებს,  ამ წელსაც შევავსებ კიდე გაისად შევავსებ დეკლარაციას, ასე რომ არავითარი დაფარული არ მაქვს.
მთავარი რაც გამოვლინდა ახლა,  წლების განმავლობაში იცით, რომ ოპოზიცია ამბობდა, რომ სააკაშვილი გასამართლებული იყო რაღაც მოგონილი პიჯაკების საქმით, ერთ-ერთი მთავარი საქმე, რაც ამ საქმეში დევს და მთავარი მტკიცებულებაა, რომ მათ შორის თვითმფრინავის ხარჯები, პირადი ხარჯები, პირადი ვიზიტები დაფინანსებული იყო ბიუჯეტიდან. ახლა მთავარი თემა და სკანდალი რაც გამოვლინდა და გახდა საჯარო, რომ ჯარს აფინანსებინებდა საკუთარ გართობას და დროს ტარებას, 14 მილიონი ლარი არის არამიზნობრივად გაფლანგული თავდაცვის სამინისტროდან სააკაშვილის პირადი ვოიაჟებისთვის. მე გეკითხებით ახლა, თქვენ თუ ხართ ობიექტური ადამიანი, რა უნდოდა მიხეილ სააკაშვილს პაბლო ესკობარის საფლავზე, რატომ ჩავიდა კოლუმბიაში. სამარცხვინო პრეზიდენტი იყო. 14 მილიონი ლარი, ამას გარდა, 2 თვითმფრინავი შეაძენინა თავდაცვის სამინისტროს. ეს ყველაფერი არის საჯარო ინფორმაცია. თქვენ ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი.
მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემს ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, მე არავისთან არაფერი არ მაქვს დასამალი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ  რაიმე გაინტერესებთ. ელიტური კორუფცია ახსენეთ თქვენ, ვინც ეს გამოაქვეყნა, ეკა გიგაური, რომელიც საზოგადოებას შევახსენებ,  2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის პროცესში იყო ჩართული, მან გადაუხადა, თუ არ ვცდები, გარკვეული ბონუსები დამარბევლებს, სპეცრაზმელებს და ა.შ. – ეს ცალკე თემაა, მაგრამ მეორე თემაა, რაც მინდა ვთქვა არავის არ გახსენებია და არც თქვენ,  გამოგეძიებინათ, საიდან გამდიდრდა ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული სააკაშვილის მთავრობის წევრი ბატონი კეზერაშვილი. მარტო ერთი კეზერაშვილი და მისი კორუფცია გადაწონის მთელი ამ 30 წლის განმავლობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს, ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ჯარი, მთელი ევროპა გაძარცვა და ევროპის პენსიონერები, მილიარდ დოლარზე მეტი არის მოპარული და არავის კითხვა არ გიჩნდებათ. თქვენ ფინანსდებით ამ მოპარული, პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდება თქვენი ტელევიზია. ეს არის მთავარი პრობლემა”,- განაცხადა პრემიერმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.